სტუ
23/10/2023

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ, სტუდენტებში ტრეფიკის მსხვერპლთა სახელმწიფო სერვისების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, საჯარო ლექცია - „ძალადობის სავარაუდო მსხვერპლთა, მსხვერპლთა, დაზარალებულთა (დამოკიდებულ პირ(ებ)თან ერთად) დაცვა, დახმარება და რეაბილიტაცია “, გამართა.

საჯარო ლექციაზე თბილისის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების მენეჯერმა ანა რობაქიძემ ისაუბრა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მისიაზე, იმ სერვისებზე, რომელსაც სახელმწიფო დაზარალებულებს სთავაზობს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის თქმით, საკითხი, რომლის შესახებაც სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენლებმა საჯარო ლექცია გამართეს, ძალიან მტკივნეული და აქტუალურია.

„პრობლემა, რომლის შესახებაც სააგენტომ სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია გამართა, არის ერთ-ერთი მტკივნეული საკითხი. სახელმწიფო ყველა ღონეს მიმართავს, რათა ძალადობა მაქსიმალურად შემცირდეს. იმისათვის, რომ დაზარალებულის რეაბილიტაცია შედეგიანი იყოს 2006 წლიდან - 2023 წლის განმავლობაში სააგენტოს ბაზაზე ამოქმედდა 5 თავშესაფარი, 7 კრიზისული ცენტრი, კანონი მკაცრად სჯის მოძალადეს. სტუდენტებმა ამ და სხვა საკითხებზე მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია. ვფიქრობ, მსგავსი საჯარო ლექციები მომავალი იურისტებისა და არა მხოლოდ მათთვის, აუცილებელია“, - განაცხადა პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ.

ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების ორგანიზებით ჩატარდა. 


სიახლეებში დაბრუნება