სტუ

  1993-1994 სასწავლო წელს, ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტზე აკადემიკოს გივი ცინცაძის ინიციატივით,   სამეცნიერო საბჭოს წარდგინებით   გაიხსნა სპეციალობა “ფარმაცია”. აღნიშნული სპეციალობის გახსნას საფუძვლად დაედო ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიის ფაკულტეტის სამეცნიერ-პედაგოგიური კადრების მიერ დაგროვილი   მრავალწლიანი გამოცდილება: სამკურნალწამლო ნივთიერებების მიღების, მათი სამედიცინო მიზნით გამოყენების, აგრეთვე ამ ასპექტით სასწავლო-მეთოდური სამუშაოების წარმოების საქმეში.

დეპარტამენტს ხელმძღვანელობს მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი თამარ ცინცაძე. მისამართი: ოთახი 232, II სასწავლო კორპუსი, ტელეფონი: 0322 77 11 11 (7366), ელ ფოსტა: t.tsintsadze@gtu.ge

დეპარტამენტში მოღვაწეობს 6 პროფესორი, 5 ასოცირებული პროფესორი, 4 მოწვეული ასოცირებული პროფესორი, 2 ასისტენტ-პროფესორი, 1 მოწვეული უფროსი მასწავლებელი.

დეპარტამენტის შესაბამისი მიმართულებაა:

1994/95 სასწ/წლიდან მიმდინარეობდა სტუდენტების მიღება “ფარმაციის” სპეციალობით.

1999 წლის 25.05 შეიქმნა “ფარმაციის” სამეცნიერო ცენტრი, რომელსაც კურირებდა პროფ. ლ. ერისთავი.

2000 წლის 17 მაისს, მაშინდელი ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიის ფაკულტეტზე, გაიხსნა მაპროფილებელი კათედრა “ფარმაცია” (№87). (კათედრის გამგე დოც. რევაზ სხილაძე 2000 - 2002). კათედრა დაკომპლექტდა ამ დარგში მრავალი ათეული წლის მუშაობის გამოცდილების მქონე პროფესორ-მასწავლებლებით. კათედრაზე დასაქმდა და აღიზარდა ადგილობრივი, კვალიფიცირებული კადრები. 2004 - 2012 წლებში ფარმაციის კათედრას შეეცვალა სახელი - ფარმაკოქიმიის და ფარმაკოლოგიის მიმართულება (№87), ხოლო 2012.15.05 გაიხსნა ფარმაციის დეპარტამენტი, დეპარტამენტს ხელმძღვანელობს პროფესორი თამარ ცინცაძე.

თავისი არსებობის მანძილზე ფარმაციის დეპარტამენტმა გამოუშვა მრავალი სპეციალისტი, ჩვენი სპეციალობის კურსდამთავრებულები წარმატებით მუშაობენ საქართველოს სხვადასხვა რაიონების სააფთიაქო დაწესებულებებში, ფარმაცევტულ საწარმოებში და საექსპერტო ლაბორატორიებში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტში. კათედრაზე აღზრდილმა ბევრმა ფარმაცევტმა დიდ წარმატებებს მიაღწია პრაქტიკულ საქმიანობაში, მათ შორის არიან დიდი ფირმების წამყვანი სპეციალისტებიც, კურსდამთავრებულთა ერთი ნაწილი მონაწილეობს საქართველოში სააფთიაქო ქსელისა და წარმოებათა გაშვებასა და ექსპლუატაციის პროცესებში.

დეპარტამენტს აქტიური კავშირი აქვს ისეთ ფარმაცევტულ ფირმებთან, როგორიცაა: შ.პ.ს. "ავერსი-ფარმა", JMP და PSP, შპს. „გეფა“, აგრეთვე "ეგრისი" ფარმა, „იბერია“ ფარმა მათთან სისტემატური კონტაქტის საფუძველზე ყოველწლიურად ხდება ამ ფირმების მოთხოვნილებების ასახვა ფარმაციის სპეციალობის სამუშაო გეგმებში. ჩატარებული მუშაობის ხარისხზე მიუთითებს  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისადმი, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტისა და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისადმი "ავერსი ფარმას" გენერალური დირექტორის პაატა კურტანიძის მიერ გამოგზავნილი მადლობის წერილები, რომლებშიც ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ,,სამედიცინო ფირმის "ავერსი" სააფთიაქო ქსელში წარმატებით მუშაობენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ,,ფარმაციის” სპეციალობის კურსდამთავრებულები, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი თეორიული მომზადების დონით” (სტილი დაცულია).

ქიმიური ტექნოლოგიის და მეტალურგიის ფაკულტეტზე ფარმაციის სპეციალობის გახსნის  დღემდე სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა მიმდინარეობს შემდეგი  მიმართულებებით:

საქართველოს ბუნებრივი ნედლეულიდან  ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების მიღება, მათი ფიზიკურ-ქიმიური თვისებების შესწავლა და სამკურნალო პრეპარატების მომზადება;

მიკროელემენტების როლი მედიცინაში (სინთეზირებულია ახალი ბიოდეგრადირებადი და ბიოშეთავსებადი პოლიმერები ბუნებრივი ამინომჟავებისა და კომერციულად ხელმისაწვდომი პრაქტიკული ნაერთების ბაზაზე, რომელიც დანერგილია ექსპერიმენტული ხელოვნური კანის სახით. დიდია მისი გამოყენების პერსპექტივა მედიცინაში;

საქართველოს ბუნებრივ ნედლეულის შემცველი კოსმეტიკური და პარფიუმერული საშუალებების რეცეპტურის შემუშავება და კვლევა; ფარმაცევტული ბიზნესის ორგანიზაცია და მართვა; კლინიკური ფარმაცია, ფარმაცევტული ზრუნვა; ბიოფარმაცია; ჰომეოპათიური საშუალებები და მათი კვლევა; ბიოეთიკა; მცენარეული ნედლეულის ფარმაკოგნოსტური კვლევა; ფარმაციის განვითარების ისტორია.

სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებში მონაწილეობს წარჩინებული სტუდენტების დიდი ნაწილი. სამეცნიერო-კვლევით მუშაობაში მიღწეული წარმატებები ორგანულადაა შერწყმული სალექციო კურსებში, აგრეთვე ლაბორატორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებში;

ზემოთ აღნიშნულ თემატიკასთან დაკავშირებით, გამოქვეყნებულია 398 - ზე მეტი სამეცნიერო შრომა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ მომზადებულმა ახალგაზრდა ფარმაცევტებმა თავი გამოიჩინეს როგორც მეცნიერებაში, ასევე პრაქტიკულ საქმიანობაში. კურსდამთავრებულები დასაქმების ბაზრის მოთხოვნებს აკმაყოფილებენ სრულად.

დეპარტამენტთან ფუნქციონირებს: - “ბიოკომპლექსების შემუშავების და კვლევის სასწავლო-სამეცნიერო  ცენტრი“ (პროფესორი ნანა გელოვანი); "ჰომეოპათიის სასწავლო-კვლევითი ცენტრი" (პროფესორი მედეა ჩიქავა)

კურსდამთავრებულთა შესაძლო დასაქმების პერსპექტივები: დეპარტამენტს აქვს საქმიანი კავშირები ისეთ ფირმებთან როგორიცაა:  შპს  “ავერსი” ფარმა, PSP, „გეფა“, „იბერიაფარმა“, „ნეოფარმი“, „ნატუროპათი“.