თეატრ-სტუდია ,,მოდი- ნახე’’ - „მოდინახე“ ერთ-ერთი საუკეთესო თეატრია, სადაც პროფესიონალი რეჟისორის ნუგზარ ბუცხრიკიძის ხელმძღვანელობით, არაპროფესიონალი მსახიობები, სტუდენტები მაყურებლისთვის საინტერესო გარემოს ქმნიან და ჩვენთვის საყვარელი ავტორების პიესებს აცოცხლებენ. „მოდინახე“ 75 წელზე მეტია დაარსდა, მთელი ამ დროის მანძილზე, თეატრი იყო და არის ამ დიდი საინჟინრო სკოლის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი. აქ ფეხი აიდგეს ისეთმა დიდმა მსახიობებმა, როგორიცაა: მურმან ჯინორია, გოგი გეგეჭკორმა და გივი ბერიკაშვილმა ითამაშე ამ სცენაზე და ასე შემდეგ. აქ დადგა თავისი პირველი სპექტაკლი დიდმა მიხეილ თუმანიშვილმა. სასიხარულოა, რომ ბატონმა ნუგზარ ბუცხრიკიძემ შეძლო თეატრის სიცოცხლის გახანგრძლივება და დღეს „მოდინახეს“ სპექტაკლები ანშლაგით მიმდინარეობს.
გარდა თეატრისა ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებს სწავლის პარალელურად, შესაძლებლობა აქვთ ჩართულები იყვბენ სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებაში.
უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ქორეოგრაფიული და მუსიკალური ჯგუფები:
ჯგუფური და პერსონალური გამოფენები;
კულტურის მიმართულების კოორდინატორი: თამარ გაგნიძე ტელ: 595-90-96-86.
სპორტული ღონისძიებები:
ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებს სწავლის პარალელურად, შესაძლებლობა აქვთ ჩართულები იყვბენ სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებში:
სპორტის მიმართულების კოორდინატორი: სალომე არევაძე ტელ: 557-57-13-21
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტური თვითშემოქმედების განვითარება, დაარსებისთანავე დაიწყო და 1930 წლიდან უკვე ჩამოყალიბებული სახე მიიღო . პოლიტექნიკური ინსტიტუტმა, აწ უკვე ტექნიკურნა უნივერსიტეტმა ქართული კულტურისა და ხელოვნების ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ჩვენს შემოქმედებით კოლექტივებს იცნობენ, როგორც პოსტსაბჭოთა, ასევე ბევრ სხვა ქვეყანაში. ქართული თეატრის, კინოსა და ესტრადის ბევრი ცნობილი არტისტის შემოქმედებითი კარიერა, სწორედ პოლიტექნიკური ინსტიტუტის სცენიდან დაიწყო.
პოლიტექნიკური ინსტიტუტის ( ამჟამად ტექნიკური უნივერსიტეტი) დრამატული დასის პირველი საღამო 1945 წლის 5 ნოემბერს გაიმართა. დრამატული დასის დამაარსებელი გახლდათ არქიტექტურული ფაკულტეტის სტუდენტი, შემდეგში ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე და საქართველოს სამხატვრო ფონდის დირექტორი, დორიან კიტია. სხვადასხვა წლებში აქ მოღვაწეობდნენ საქართველოს სახალხო არტისტი ნოდარ ჩხეიძე, დიდი რეჟისორი მიხეილ თუმანიშვილი, ირაკლი ქოქრაშვილი, მსახიობი ავთანდილ კახნიაშვილი, ავთანდილ გელოვანი, მარლენ კიტია, კოტე მახარაძე, გოგი ქავთარაძე, ავთანდილ ევნაძე ტელერეჟისორი ტარიელ კურცხალია, საქართველოს დამსახურებული არტისტები ბორის წიფურია, აბესალომ ლორია და მურმან ჯინორია.
განვლილი დროის 1945 - 2022 წლების განმავლობაში თეატრის სცენაზე დადგმულია 100 მეტი ქართველი და უცხოელი ავტორების ნაწარმოები.
თეატრს უკვე წლების მანძილზე, 1975 წლიდან სათავეში უდგას ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებული,გამოჩენილი ქართველი რეჟისორის, დიმიტრი ალექსიძის სტუდენტი, ნუგზარ ბუცხრიკიძე.
სწორედ ამ წლების მანძილზე თეატრი არაერთი საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი და „გრან-პრის“ მფლობელი გახდა. გასული საუკუნის 80 წლებიდან მრავალი სპექტაკლი დიდი წარმატიბით იქნა ნაჩვენები როგორც მაშინდელი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში, ასევე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მათ შორის ბალტიის ქვეყნებში, უკრაინასა და რუსეთში, ჰოლანდიაში, ბელგიასა და ლუქსემბურგში, გერმანიაში, საფრანგეთში, იაპონიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფინეთში, თურქეთში, იტალიასა, მალტაში და აზიის მრავალ ქვეყანაში.
სტუდენტების გვერდით ამ სცენაზე თამაშობდნენ საქვეყნოდ აღიარებული ქართველი მსახიობები გიორგი გეგეჭკორი, გივი ბერიკაშვილი, ელენე ყიფშიძე, მურმან ჯინორია, ხათუნა იოსელიანი და სხვები.
თეატრთან მჭიდროდ თანამშრომლობდნენ გამოჩენილი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები ნოდარ დუმბაძე, რეზო გაბრიაძე, გურამ დოჩანაშვილი, ოტია იოსელიანი, გიგლა ხუხაშვილი, ლაშა თაბუკაშვილი, რეზო კლდიაშვილი, დათო ტურაშვილი და სხვები.
სხვადასხვა წლებში თეატრთან თანამშრომლობენ კომპოზიტორები ჯანსულ კახიძე, გია ყანჩელი, იაკობ ბობოხიძე, ვანიკო მაჭავარიანი, ივიკო საყვარელიძე, ჯემალ სეფიაშვილი, გია მაჭარაშვილი, ზაზა მარჯანიშვილი. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია მაესტრო ვახტანგ (ვატო) კახიძე, რომელიც 1988 – 2000 წლებში თანამშრომლობდა თეატრთან. 1997 წელს მან სპეციალურად შექმნა მუსიკა სპექტაკლისთვის „ათვინიერებენ მიმინოს“, რომელმაც მოიპოვა გრანპრი იაპონიის მსოფლიოს მოყვარულთა ფესტივალზე. უშუალოდ მონაწილეობდა სპექტაკლებში და ფოლკლორულ კონცერტებში, რომელიც სპექტაკლების შემდეგ იმართებოდა 30 წუთიანი პროგრამით.
თეატრთან თანამშრომლობდნენ ქორეოგრაფები ჯანო ბაგრატიონი, რეზო ჭოხონელიძე, გიორგი ოსეფაშვილი. დღემდე აქტიურად თანამშრომლობს ქალბატონი ცისო კობახიძე.
ამ თეატრის ყოფილი მსახიობები მიმოფანტულნი არიან მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მათ ჩამოაყალიბეს და გახსნეს ქართული კულტურის ცენტრები და თეატრები, სადაც ქართველი ემიგრანტების ბავშვები ეუფლებიან ქართულ კულტურასა და ხელოვნებას, სწავლობენ ქართულ ენას.
თეატრში ჩაეყარა საფუძველი ვოკალურ ტრიოს „თაიგული“ (ნუკრი კაპანაძე, ფისო ბედოშვილი და მაია ჩაჩიბაია), ტრიოს „ნატოები“ (ნატო მეტონიძე, ნატო ბოჭორიშვილი და მეგი კახნიაშვილი), ყველასათვის ცნობილ სატირულ-იუმორისტულ ჯგუფი „პა-სეანსი“ ამ თეტრის მსახიობებმა შექმნეს: ( ტელე-პროდიუსერი მამუკა ღლონტი, ლევან ლელაშვილი, ალექსანდრე თეთრაშვილი, ბესო ბერულაშვილი( იუმორისტი, „იუმორინას“ მსახიობი), ცუცა კაპანაძე (ამჟამად ნიუ-ორკის ქართული თეატრის მსახიობი), ირაკლი ფრანგიშვილი, ირინა შაყულაშვილი, მერაბ სანოძე („სანო-სტუდია“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი), ჯაბა მგალობლიშვილი, ლევან ჩიკვაიძე.
თეატრი 2022წ. ივნისში იმყოფებოდა მალტაში, სადაც მონაწილეობდა საერთაშორისო ფესტივალში „EUROART MALTA 2022“ და მაყურებელს, ტრადიციულად, წარმატებით უჩვენა ლაშა თაბუკაშვილის „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“.
თეატრს მჭიდრო კულტურულ - შემოქმედებითი კონტაქტები აქვს გერმანიის ქალაქ კარლსრუეს „სანდკორნ თეატრთან“ და ამერიკის შეერთებულ შტატების ვისკონსინის შტატის ქალაქ რასინის თეატრალურ გილდიასთან.
აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა წლებში თეატრში დადგმები განახორციელეს ცნობილმა გერმანელმა რეჟისორებმა: გერმანელმა ზიგფრიდ კრაინერმა და ამერიკელმა ნორმან მაქფიმ.
თეატრი წარმატებით აგრძელებს სტუ 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სპექტაკლების ჩვენებას საქართველოს რეგიონებში.
პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრი, 1942-43 წ.წ დირიჟორ ნიკოლოზ თევზაძის ხელმძღვანელობით შეიქმნა და ქართული საესტრადო ხელოვნების ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლება. ორკესტრის ბაზაზე 1948 წელს შეიქმნა ჯაზ-ორკესტრი გეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტის, შემდეგში ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, იოსებ ტუღუში ხელმძღვანელობით, ვოკალური კვარტეტი საქართველოს დამსახურებული არტისტის გურამ ბზვანელის ხელმძღვანელობით, ვოკალური ანსამბლი „შვიდკაცა“ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, დირიჟორ ჯანსუღ კახიძის ხელმძღვანელობით, ვოკალური ანსამბლი „რერო“, ანსამბლს „ორერა“, სწორედ აქ ჩაეყარა საფუძველი. ორკესტრმა შემოიკრიბა ცნობილი მოღვაწეები, კომპოზიტორები სანდრო მირიანაშვილი, იაკობ კარგარეთელი, ედი როზნერი, ალექსანდრე ბაბოვი, კონსტანტინე პენზნერი, გია ყანჩელი. სწორედ სტუ-ს ორკესტრიდან დაიწყეს შემოქმედებითი კარიერა ჯაზის ცნობილმა ოსტატმა გიული ჩოხელმა, ჯილდა დათუაშვილმა, ჯანო ბაგრატიონმა, ნანული აბესაძემ, ნიკო ჯადუგიშვილმა, ლეგენდარულმა ნანი ბრეგვაძემ, გია ჭირაქაძემ,
ჯემალ სუხიშვილმა, ირმა სოხაძემ, ეთერ კაკულიამ, დები ჩაფიძეების დუეტმა, პიანისტმა მედეა გონგლიაშვილმა, მუსიკოსმა გივი გაჩეჩილაძემ, საქართველოს დამსახურებულმა არტისტმა და ცნობილმა იუმორისტმა ქართლოს კასრაძემ.
1975 წლიდან ჯაზ-ორკესტრს სათავეში ჩაუდგა გოგი კალანდაძე, ანსამბლ „დიელოს“ წვრი. 1980 წლიდან დღემდე ორკესტრის ხელმძღვანელია მუსიკოსი ირაკლი კალმახელიძე. ჩვენი ჯაზ-ორკესტრიდან დაიწყეს შემოქმედებითი კარიერა მომღერალებმა ზურაბ კობეშავიძემ, თემურ თათარაშვილმა, ეკა კვალიაშვილმა, მანან ჩიტაურმა, თეკლა კალმახელიძემ, თემო საჯაიამ, ქეთი ორჯონიკიძემ,ნინი წიკლაურმა(ამჟამად აშშ-შია), ანსამბლ „ვია- 75“-ის წვრმა თემურ ნიკოლაიშვილმა, კომპოზიტორმა ზურაბ მახნიაშვილმა, პიანისტმა ზაზა მარჯანიშვილმა, ალეკო გეგეშიძემ(ლივერპულის ჯაზ-კლუბის სოლისტი, საქსოფონისტი), მიხეილ კაჭკაჭიშვილმა (ამჟამად ლოს-ანჟელესში ხმის ჩამწერი სტუდიის “ესპლანადა“ მფლობელი, სამი ოსკაროსანი ფილმის ხმის რეჟისორი), კაკო ვაშალომიძემ, პიანისტებმა ირაკლი კვანჭიანმა(დღემდე თანამშრომლობს ჯაზ-ორკესტრთან), თემურ მაისაშვილმა(ანსამბლი „ჯადოსნური გზები“), ამირან ცქიტიშვილმა(სტუ-ს დოქტორი, ვატო კახიძის ორკესტრის მუსიკოსი, დღემდე ორკესტრტან თანამშრომლობს), მერაბ გუდავაძემ(საქსოფონი).
1965 წელს, იუზა კუბლაშვილმა ჩამოაყალიბა და 24 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა (1965-1989 წ.წ. ) , ქორმაისტერი გახლდათ სოსო ფალავანდიშვილი. იმ პერიოდში ამ სახის საგუნდო ხელოვნების პიონერი გახლდათ ყოფილ სსრკ-ში. 1981 წლიდან კაპელას სათავეში ჩაუდგა და დღემდე ხელმძღვანელობს, ნიჭიერი მუსიკოსი და დირიჟორი ციცი ფალავანდიშვილი. სწორედ სტუ-ს(გპი-ს) ვაჟთა კაპელაში დაიწყეს შემოქმედებითი გზა „დიდი თეატრის„ სოლისტებმა ზურაბ სოტკილავამ, პაატა ბურჭულაძემ, სახელწიფო ოპერის სოლისტებმა თემურ გუგუშვილმა, გია (ჯარჯი) ასათიანმა, ბერლინის ოპერის სოლისტმა მიხეილ ბახტაძემ, ტენორების კონკურსის ლაურეატმა მიხეილ სილაგაძემ, „ცისფერი ტრიო“- დავით აბესაძემ, თამაზ სეფერთელაძემ, მალხაზ თავართქილაძემ.
„ტრიო თბილისი“- ზაზა მამალაძემ, რევაზ გუნიავამ, ნუგზარ აფხაიძემ.
„ტრიო სიმი“- ზაზა ბოკვერაძემ, რეზო გელაშვილმა, ზურაბ ცქიტიშვილმა.
ანსამბლი „მგზავრები“- გიგი დედალამაზიშვილმა, ლაშა დოხნაძემ, დათო გოგელიამ, ბეჟან ამირანაშვილმა, გუგა კუბლაშვილმა. ანსამლის „შავნაბადა“ დამაარსებელმა და კაპელმეისტერმა დავით გოგელიამ, „ქართული ხმები“ წევრებმა ძმებმა ბაკურაძეებმა, ანსამბლის „ალილო“ მომღერალმა ზურაბ დათიკაშვილმა, ანსამბლი „ბონუსი“-პაატა მელაძემ. ძნელად მოიძებნება ფილკლორული ანსამბლი საქართველოში, სადაც ვაჟთა კაპელას აღზრდილები არ მღეროდნენ (ანსამბლები „ერისიონი“, „რუსთავი“ საქართველოს სხვადასხვა რაიონის ფოლკლორული ჯგუფები და ანსამბლები). 1998 წელს ციცინო ფალავანდიშვილი,სტუდენტი-ახალგაზრდობის აღზრდაში პირადი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი საქმიანობისათვის, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, ღირსების ორდენით დაჯილდოვდა. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში კაპელა არაერთი საერთაშორისო კონკურსის და ფესტივალის ლაურეატი გახდა: „გრან-პრი“ საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი(ვილნიუსი 1984 წელი.); „გრან-პრი“, ვაჟთა გუნდების კონკურსი „Rigas Gailis“ (ლატვია, ქ.რიგა 1989წ.), ხოლო 1990 წელს, იგივე კონკურსზე, მაყურებელთა სიმპათიის პრიზის მფლობელები გახდნენ. „გრან-პრი“ საერთაშორისო სტუდენტური ფესტივალი (ლიეტუვა, ვილნიუსი 1990წ); საერთაშორისო ფოლკლორული კონკურსი (თბილისი, 1991წ.); „გრან-პრი“ საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი (პოლონეთი, ქ. პოზნანი 1997წ.) ; „გრან-პრი“ საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი (საბერძნეთი, კ.როდოსი 2005წ.) ; „უნივერსიადა 2022“ პირველი ადგილის მფლობელები (თბილისი 2022წ);
ვაჟთა სახალხო კაპელასთან ერთად მოღვაწეობს ვოკალური ანსამბლი და ვოკალური კვარტეტი. კაპელა და მასთან არსებული ვოკალური ანსამბლი წარმატებიტ მართავდა კონცერტებს როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ: გერმანიაში, პოლონეთში, ჰოლანდიაში, იტალიაში, ფინეთში, ბალტიისპირეთში, უკრაინასა და რუსეთში.
2018 წელს, სტუ-ს ვაჟთა სახალხო კაპელას იუზა კუბლაშვილის სახელი მიენიჭა.
1934 წელს ალიოშა ავალიანის ინიციატივით, პირველად ინდუსტრიალურ ინსტიტუტში ჩამოყალიბდა ქართული ხალხური ცეკვების ქორეოგრაფიული წრე ქართული ცეკვების თვალსაჩინო შემსრულებლის, ოპერისა და ბალეტის თეატრის მოცეკვავის, ჯანო ბაგრატიონის ხელმძღვანელობით. შემდეგ უკვე პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ქორეოგრაფიული ანსამბლის ხელმძღვანელობა საქართველოს სახალხო არტისტმა, გიორგი დარახველიძემ გადაიბარა. მისი ხელმძღვანელობით ანსამბლამ არაერთი მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია 1960 წლის იანვარში სტუდენტი-მოცეკვავეების მონაწილეობა, მეტად საპასუხისმგებლო ინგლისის გასტროლებში, „როიალ ალბერტ ჰოლის“ დიდ საკონცერტო დარბაზში. მაშინდელი ინგლისური პრესა წერდა: „“ წადით ნახეთ ქართული ანსამბლი, ვისაც ცეკვა გიყვართ და ვისაც არ გიყვართ შეგიყვარდებათ!“ „სიტყვით აღწერა არ შეიძლება ამ სანახაობის, ასეტი სანახაობა არ ახსოვს ინგლისელ მაყურებელს!“, „ტიბალტისა და რომეოს ბრძოლა „რომეო და ჯულიეტაში“ დიდი თეატრის წარმოდგენით, ძალზე სუსტია ქართულ მხედრულთან!“, „ლამაზი ოცნების მსგავსი ქალები და გალანტური რაინდები, ქართველები მსოფლიოში პირველი მოცეკვავეები არიან!“
გასტროლების პერიოდში ერთი დღით ლონდონში ჩამოვიდა შვეციის მეფე, რომელიც იუბილარი გახლდათ. ლონდონში მცხოვრებმა 2000 შვედმა მას საიუბილეო ბანკეტი გაუმართეს, სდაც მეფე არ გამოცხადდა.... მან ქართველი მოცეკვავეების კონცერტის ნახვა არჩია და აღფრთოვანებული დარჩა. ინგლისის გასტროლების შემდეგ ტურნე წარმატებით გაგრძელდა ბელგიასა და ლუქსენბურგში.
1964 წლიდან დარახველიძე, რესპუბლიკის დამსახურებულმა არტისტმა, მსოფლიო ფესტივალების ლაურეატმა ოთარ პოპიაშვილმა შესცვალა. იმხანად ანსამბლის ერთ-ერთი წამყვანი სოლისტი იყო რომან ჭოხონელიძე(საქართველოს სახალხო არტისტი, ჩრდ.ოსეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე). 1967 წელს ანსამბლის ხელმძღვანელად მიიწვიეს კონფოლანის (საფრანგეთი)საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი, კულტურის დამსახურებული მუშაკი, ჩვენი ინსტიტუტის აღზრდილი რევაზ ჭოხონელიძე. შემდეგ ანსამბლს ხელმძღვანელობდა რევაზ გურგენიძე, ანსამბლ „რუსთავის“ სოლისტი, ხოლო 1993 წლიდან დღემდე ანსამბლს ხელმძღვანელობენ სტუ-ს კურსდამთავრებული, ანსამბლის „რუსთავი“ ყოფილი სოლისტი თამაზ კობახიძე და მისი მეუღლე, „რუსთავის“ სოლისტი ნინო ლაზიაშვილი. 2009 და 2011 წლებში, ანსამბლი თურქეთში, ქ. ბურსაში გამართული, ფოლკლორული ქორეოგრაფიული ანსამბლების ფესტივალზე, I ადგილის მფლობელი და ლაურეატი გახდა. 2018 წ. ბულგარეთში, ქ. ვარნაში გამართულ ფესტივალზეც I ადგილის და ლაურეატის წოდება მოიპოვეს. დიდი წარმატებები ხვდა წილად ანსამბლის საკონცერტო გამოსვლებს საბერძნეთში, ქ. ათენსა და კუნძულ კერკირაზე. 2022 წელს ანსამბლი კვლავ საბერძნეთში, თესალონიკსა და კ.კერკირაზე გამართული ფოლკლორული ცეკვის საერთაშორისო ფესტივალების ლაურეატი და I ადგილის მფლობელი გახდა.
სტუ-ს ქორეოგრაფიული ანსამბლის აღზრდილები წარმატებით მოღვაწეობენ სახელმწიფო ანსამბლებში „სუხიშვილები“, „ერისიონი“ და „რუსთავი“.
პ.ს. ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულნი არიან:
გიორგი ქურასბედიანი- ანსამბლების: „ურსა“,“ქართველო“, „მედიატორი“, „ფირი 18“ დამფუძნებელი.