სტუ
01

საუკუნოვანი ტრადიცია

ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი ასწლოვანი ტრადიციის მქონე ერთ-ერთი უძველესი ფაკულტეტია, რომელიც განთავსებულია ორ სასწავლო კორპუსში;

02

ფაკულტეტი საუკუნის მანძილზე დარგის სპეციალისტებს ამზადებს

საქართველოში წარმატებით ფუნქციონირებს მეტალურგიული და ქიმიური საწარმოები, რომელთა შემოსავლებიც ქვეყნის ბიუჯეტის შევსების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი ერთადერთია ქვეყანაში რომელიც 100 წლის მანძილზე ამზადებს აღნიშნული დარგების წარმატებულ სპეციალისტებს;

03

სასწავლო პროგრამები

18 პროგრამა:

  • 8 საბაკალავრო;
  • 6 სამაგისტრო;
  • 4 სადოქტორო.

04

სასწავლო პროცესი ადაპტირებულია ევროპის საგანმანათლებლო სივრცესთან

ფაკულტეტზე სასწავლო პროცესი ადაპტირებულია ევროპის საგანმანათლებლო სივრცესთან. პასუხობს საზოგადოების ცვალებად მოთხოვნებს, ითვალისწინებს სამეცნიერო ცოდნის მიღწევებს, ექვემდებარება სწავლისა და კვლევის განუყოფადობას;

05

ლაბორატორიები

ფაკულტეტზე ფუნქციონირებს ლაბორატორიები:

  • ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების სასწავლო-სამეცნიერო და საექსპერტო ლაბორატორია;
  • მეტალურგიის, მასალათმცოდნეობისა და ლითონების დამუშავების დეპარტამენტის სასწავლო-სამეცნიერო და საექსპერტო ლაბორატორია;

06

ბიბლიოთეკა და სამკითხველო დარბაზი

ფაკულტეტზე ფუნქციონირებს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის ფილიალი თავისი სამკითხველო დარბაზით, თანამედროვე ლიტერატურით - როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული (სტუ დარეგისტრირებულია პროექტში „ელექტრონული ინფორმაცია ბიბლიოთეკებისთვის“ კონსორციუმის წევრად და გვაქვს წვდომა სხვადასხვა ელექტრონულ რესურსზე);

07

გაცვლითი პროგრამები და საჯარო ლექციები

ფაკულტეტი აქტიურად თანამშრომლობს სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურთან და ჩართულია ERASMUS+ აკადემიური პერსონალის და სტუდენტების მობილობის და ტრენინგების პროექტებში, სისტემატურად იკითხება საჯარო ლექციები უცხოელი პროფესორების მონაწილეობით;

08

სტუდენტური ცხოვრება

ფაკულტეტის სტუდენტები აქტიურად არიან ჩართული უნივერსიტეტში მოქმედ ვაჟთა კაპელას, ქორეოგრაფიულ ანსამბლსა და სხვადასხვა სპორტულ გუნდში, თეატრ-სტუდია „მოდი-ნახეში“;

09

ფაკულტეტის მნიშვნელოვანი წვლილი

ქართველი ელექტროქიმიკოსის, აკადემიკოს რაფიელ აგლაძის თაოსნობით 1944 წელს ფაკულტეტზე დაარსდა ელექტროქიმიურ წარმოებათა ტექნოლოგიის კათედრა, სადაც მის მიერ შემუშავებული ტექნოლოგიითა და ხელმძღვანელობით განხორციელდა ევროპაში პირველი ელექტროლიზური ლითონური მანგანუმის წარმოება, რომლის პროდუქცია გამოიყენებოდა ზემტკიცე ფოლადის წარმოებაში, რასაც დიდი როლი მიუძღოდა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში;

10

პროფესორ გიორგი ნიკოლაძის ინიციატივით ინჟინერ-მეტალურგების მომზადება დაიწყო

1922 წლიდან ფაკულტეტზე მოღვაწეობდა ქართული მეტალურგიული განათლების სულისჩამდგმელი, პროფესორი გიორგი ნიკოლაძე. მისი ინიციატივით დაიწყო ინჟინერ-მეტალურგების მომზადება და შავი ლითონების მეტალურგიის კათედრის ჩამოყალიბება, რამაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის განვითარების საქმეში.