სტუ
დღევანდელ დღეს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ამა თუ იმ დისციპლინების სწავლების მეთოდების სრულყოფას. ეს იმით არის გამოწვეული, რომ უმაღლესი სასწავლებლების საგანმანათლებლო სივრცეში და სასწავლო პროცესში სულ უფრო ხშირად და ფართოდ დაიწყეს ახალი საინფორმაციო სისტემების და ტექნოლოგიების გამოყენება და მათი დანერგვა სასწავლო პროცესში. ამასთან ერთად მიმდინარეობს უმაღლეს სასწავლებლებში არსებული ლაბორატორიების გადაიარაღება  და მათი აღჭურვა  ახალი, თანამედროვე დანადგარებით და მოწყობილობებით.  გარდა ამისა იქმნება ახალი ლაბორატორიებიც,  ვირტუალური ლაბორატორიები დისტანციური და არა მარტო დისტანციური სწავლებისათვის. თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, ლაბორატორიები იქმნება  ისეთ დისციპლინებისთვისაც კი სადაც ადრე მხოლოდ ლექციები იკითხებოდა და  პრაქტიკული მეცადინეობები ტარდებოდა.  ბოლო წლებში ასეთი ნაბიჯები გადადგმულია  საქართველოს ტექნიკურ უნივერსი­ტეტში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს   2013 წლის 16 დეკემბრის დადგემნილება № 1029 -ით და სენატის 20 დეკემბრის  სხდომის № 42 სხდომის გადაწყვეტილება №3 -ით  სამშენებლო ფაკულტეტთან ცალკე სტრუქტურულ ერათეულად შეიქმნა „საინჟინრო მექანიკს“ სასწავლო-სამეცნიერო ლაბორეტორია, რომელსაც მიენიჭა სახელმწიფო პრემიის ლაურეატის პროფესორ ალექსი გორგიძის სახელი.
ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით, რომლებიც დამზადებულია პოლონეთის რესპუბლიკაში. ლაბარატორიის მიზანი და დანიშნულებაა, რომ ბაკალავრებმა შეიძინონ დიდი ლაბორატორიული გამოცდილება, დაეუფლონ თანამედროვე ლაბორატორიული მეთოდების ფართო სპექტრს,   შეიძინონ პრობლემის გადაჭრის უნარი  ჯგუფურიმუშაობის  პრინციპით.

ლაბორატორია მექანიკაში უნდა განვიხილოთ როგორც საშუალება, რომელიც მისცემს ბაკალავრებს გადწყვიტონ რეალური საინჟინრო ამოცანები.
თეორიული მექანიკა ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ფიზიკა– მათემატიკური დისციპლინა, რომელიც არა მარტო უმაღლეს სასწავლებლებში ისწავლება, არამედ  პროფესიულ სასწავლებლებშიც. თეორიული მექანიკის კანონებზეა დაფუძნებული  მრავალი თეორიული და საინჟინრო დისციპლინა, როგორიცაა მასალათა გამძლეობა, მანქანებისა და მექანიზმების თეორია, მანქანების ნაწილები, დრეკადობის თეორია,  შიგა და გარე ბალისტიკა და მრავალი სხვა.
მომავალში ნავარაუდევია პერსონალური კომპიუტერების დახმარებით  ლაბორატორიული პრაქტიკუმების ჩატარება და ახალი ავტომატიზირებული ლაბორატორიული კომპლექსის დამონტაჟება, რაც ხელს შეუწყობს სწავლებისა და სწავლის  პროცესის სრულყოფას.