სტუ

2022 წელს განხორციელებული რებრენდინგის შედეგად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლოგო და გერბი შეიცვალა. ლოგოდ შეირჩა უნივერსიტეტის დასახელების აბრევეატურა „სტუ“.


თითოეული ფაკულტეტის აკადემიური მიმართულების შესაბამისად შეიქმნა განმასხვავებელი სიმბოლოები. მათში ინტეგრირებულია აბრევიატურის ელემენტი „ტ“, რადგან სწორედ სიტყვა „ტექნიკური“ გამოხატავს უნივერსიტეტის არსს. სამშენებლო ფაკულტეტის სიმბოლოს ინსპირაცია მშენებლობის დაგეგმარების განზომილებები — სიგრძე, სიგანე და სიმაღლე გახდა.