სტუ

სამშენებლო ფაკულტეტი

საქართველოში წარმატებული სტუდენტებისთვის მოქმედებს პროგრამა  „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“,  რომელიც სახელმწიფო უნივერსიტეტებში სემესტრულად გაიცემა და თვეში 150 ლარს შეადგენს. თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა, თუმცა სტიპენდიის მიღების კრიტერიუმებს, თავად უნივერსიტეტები განსაზღვრავენ.

აღნიშნულ პროგრამაში ჩართულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიც. სტიპენდიები სტუ-ის ბაკალავრიატის I, II, III და IV კურსის იმ სტუდენტებზე გაიცემა, რომლებსაც სასწავლო წლის  სემესტრის სესიების შედეგების მიხედვით აქვთ მაღალი რეიტინგი (რეიტინგის მაქსიმალური ქულის ოდენობა ყოველწლიურად იცვლება). სტიპენდიანტს ფაკულტეტის დეკანის ბრძანებით შექმნილი საკონკურსო კომისიები არჩევენ.

სტუ-ში პროგრამის სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს გარდა, არსებობს საფაკულტეტო სახელობითი სტიპენდიები. შესაძლებელია სტუდენტმა სახელმწიფო სტიპენდიასთან ერთად სახელობითი სტიპენდიაც მიიღოს, თუ კონკურსის წესის შესაბამისად, ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს.

საფაკულტეტო სახელობითი სტიპენდიები:

საფაკულტეტო სტიპენდია ენიშნება მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტს, რომელსაც სესიების შედეგების მიხედვით აქვს მაღალი რეიტინგი (91%-ის ზემოთ ყველა საგანში) და ამასთანავე, აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა სახის კონფერენციებში, ვორქშოპებსა და ტრენინგებში, ჩართულია სტუ-ის თვიმმართველობის ღონისძიებებში.

საფაკულტეტო სტიპენდია ენიშნება მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტს, რომელსაც სესიების შედეგების მიხედვით აქვთ მაღალი რეიტინგი (91%-ის ზემოთ) და აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა სახის კონფერენციებში, ვორქშოპებში, ტრენინგებში.

სხვადასხვა სახის სტიპენდიები

RMG -ის სასტიპენდიო პროგრამა 300 ლარი (1 წლის განნმავლობაში) - სამთო-გეოლოგიის ფაკულტეტი; ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი; ენერგეტიკის ფაკლუტეტი და სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი.

RMG-ის აღნიშნული სტიპენდია საბაკალავრო პროგრამის სტუდენტს ენიჭება სასწავლო პროგრამის მეორე კურსიდან. სტიპენდიანტს ფაკულტეტის კომისიის წევრები კონკურსის ორი ეტაპის გავლის შედეგად ირჩევენ.

სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქვემოთ ჩამოთვლილი ფაკულტეტების  მე-2;  მე-3  და მე-4  კურსის სტუდენტებს.

აგრეთვე, RMG-ის სტიპენდია გადაეცემა აღნიშნული ფაკულტეტების მაგისტრატურისა და დოქორანტურის სტუდენტებს.

 მწვანე სტიპენდია 1500 ლარი (ერთჯერადად) - სამაგისტრო პროგრამები - გარემოსდაცვითი ინჟინერია; გეოლოგია; სამთო გეოდეზია.

„მწვანე სტიპენდიების“ პროგრამა ხორციელდება პროგრამის -„კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“, რომელიც დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონის (GCF), შვედეთის და შვეიცარიის მთავრობის მიერ, ხოლო მის განხორციელებას გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უზრუნველყოფს.

თანხა გადაეცემა სტუდენტს, რომელმაც კონკურსის და ხელშეკრულებაში გათვალისწინებული კრიტერიუმები დააკმაყოფილა.

გარდა ამისა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამი ფაკულტეტის - (სამშენებლოს, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის და აგრარული მეცნიერებისა და ბიოსისტემების ინჟინერგის) ყველაზე მაღალ აკადემიური მოსწრების ერთ სტუდენტს, ხოლო თანაბარი, ყველაზე მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე რამდენიმე სტუდენტს  ააიპ „თამაზ ბექაიას სახელობის ფონდი“ ყოველთვიურ სტიპენდიას 300 ლარის ოდენობით გადასცემს.  ამასთან, ფონდი პრემიის სახით,  ერთჯერადად,  1500 ლარის ოდენობის თანხას გადასცემს, იმ აბიტურენტს, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად  ყველაზე მაღალრეიტინგული შეფასებებით ჩაირიცხა და სტუდენტი გახდა. იმისათვის, რომ ფონდის პრემია გაიცეს, აბიტურიენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

სოციალური შეღავათების მინიჭების პროგრამა

სტუ-ის სტუდენტს აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს ყველა იმ შეღავათით, რაც სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველთათვის, ომის ვეტერანების შვილებისათვის, იძულებით გადაადგილებული პირებისათვის, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებულთათვის.


სტიპენდიებთან დაკავშირებული დოკუმენტები