სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტების სწავლას სახელმწიფო აფინანსებს
საქართველოში მშენებლობა ერთ-ერთი უძველესი და განვითარებული დარგია. მას სახელმწიფო პრიორიტეტულად აღიარებს და სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტთა სწავლას აფინანსებს.
საქართველოში მშენებლობა ერთ-ერთი უძველესი და განვითარებული დარგია. მას სახელმწიფო პრიორიტეტულად აღიარებს და სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტთა სწავლას აფინანსებს.
სამშენებლო ფაკულტეტის სამივე საფეხურის პროგრამები აკრედიტებულია და კურსდამთავრებულის დიპლომს საერთაშორისო (ABET) აღიარება აქვს;
სტუდენტებისთვის სწავლების სამივე საფეხურზე ხელმისაწვდომია საერთაშორისო გაცვლით სასწავლო პროგრამებში მონაწილეობა და ევროპის მოწინავე უნივერსიტეტებში სწავლა;
სტუდენტები სტაჟირებას და პრაქტიკას ქვეყნის წამყვან სამშენებლო კომპანიებში გადიან;
სამშენებლო ფაკულტეტი აქტიურად ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამების მოდერნიზებას ევროპული სტანდარტების შესაბამისად და სტუდენტები იღებენ ევროპული დონის განათლებას სამშენებლო დარგში;
სამშენებლო ფაკულტეტზე სამეცნიერო კვლევები მიმდინარეობს მაღალპროფესიულ დონეზე, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ ლაბორატორიებში; ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში სტუდენტებს ხელი მიუწვდებათ თანამედროვე ტექნიკურ ლიტერატურზე – როგორც ბეჭდურ, ისე ელექტრონულ წიგნებზე და, ასევე, მსოფლიოს სხვადასხვა ელექტრონულ რესურსზე.
ყველა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, რასაც ჩვენს ქვეყანაში ვხედავთ, სამშენებლო ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა ცოდნისა და პროფესიონალიზმის შედეგია. ქვეყნის აღმშენებლობის წარმატება სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტების ხელშია;
მშენებელი სჭირდება როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო შრომის ბაზარს, ამიტომ სამშენებლო სფეროში კვალიფიციური კადრების დასაქმება გარანტირებულია მაღალი ანაზღაურებით;
ფაკულტეტის სასწავლო და სამეცნიერო პროცესს მაღალი კვალიფიკაციის, დიდი გამოცდილების მქონე პროფესორ- მასწავლებლები უძღვებიან.
სტუდენტს ეძლევა საშუალება, რომ თავისი ცოდნით, საქმიანობითა და ძალისხმევით ააშენოს საკუთარი ქვეყნის მდგრადი და უსაფრთხო მომავალი.