სტუ

დეპარტამენტს ხელმძღვანელობს პროფესორი მურმან კუბლაშვილი

მშენებლობის კომპიუტერული დაპროექტების დეპარტამენტის საქმიანობა აკადემიური თავისუფლების, სწავლების, სწავლისა და კვლევის ერთიანობის, თანასწორობისა და გამჭვირვალობის პრინციპებს დაეფუძნება. სტრატეგიული განვითარების გეგმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის განვითარების გრძელვადიან სამოქმედო გეგმას ეყრდნობა.

მშენებლობის დაპროექტების თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებას ქვეყნის განვითარებაში უდიდესი ადგილი უკავია.

დეპარტამენტი დემოკრატიისა და ჰუმანიზმის იდეალებზე ორიენტირებული პრინციპებით ხელმძღვანელობს და საზოგადოებას საიმედო, განათლებულ და მაღალკვალიფიციურ რესურსებით უზრუნველყოფს.

სამშენებლო მრეწველობის განუხრელი ზრდა საპროექტო ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებს სრულიად ახალ მოთხოვნებს უყენებს. მოთხოვნილებები საპროექტო დოკუმენტაციის რაოდენობაზე, მათ ხარისხზე მკვეთრად იზრდება. ერთადერთ სწორ გზას ამ ამოცანის გადასაწყვეტად დაპროექტების პროცესში თანამედროვე მათემატიკური მეთოდებისა და გამოთვლითი ტექნიკის საშუალებების გამოყენება, დაპროექტების ტექნოლოგიური პროცესის მთლიანად კომპიუტერულ ტექნოლოგიაზე გადასვლა წარმოადგენს.

ავტომატიზებული დაპროექტების სისტემების დამუშავების, დანერგვისა და მათი ექსპლუატაციისთვის საჭიროა სრულიად განახლებული ბაზა და კომპიუტერული პროგრამები შეიქმნას და ამ ბაზაზე მაღალკვალიფიციური სპეციალისტები მომზადდეს, რომლებიც სამშენებლო და საინფორმაციო სფეროს ნებისმიერ დარგში იმუშავებენ.

დეპარტამენტის ამოცანებს წარმოადგენს

დეპარტამენტის მიზნები

სტუდენტებისთვის