დეპარტამენტს ხელმძღვანელობს პროფესორი მირიან ყალაბეგიშვილი
ჰიდროსაინჟინრო დეპარტამენტის მიზანია იყოს განათლებისა და მეცნიერების გლობალური სასწავლო-სამეცნიერო საინჟინრო ცენტრი, რომელიც ფორმირებას გაუწევს უნივერსიტეტის შემოქმედებით სფეროს, მოამზადებს მკვლევარებს და სპეციალისტებს, საზოგადოების წარმატებულ წევრებს, რომლებსაც შეუძლიათ გადაწყვიტონ უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო და საინჟინრო-ტექნიკური ამოცანები.
იყოს წამყვანი საერთაშორისო უნივერსიტეტებს შორის. აქტიურად დაამუშაოს და განავითაროს სხვადასხვა დონის სპეციალისტებისა და სამეცნიერო კადრების მომზადება, უზრუნველყოს მეცნიერების განვითარების უწყვეტობა და ინტეგრაცია მსოფლიო განათლებისა სამეცნიერო საზოგადოებასთან. მოამზადოს ჰიდროტექნიკური მშენებლობის მიმართულებით მაღალი დონის საინჟინრო და სამეცნიერო კადრები საერთაშორისო მოთხოვნების შესატყვისად; პროფესიულმა დონემ უნდა უზრუნველყოს მათი მაღალი კონკურენტუნარიანობა, როგორც ადგილობრივ ისე, საერთაშორისო შრომით ბაზარზე.
კურსდამთავრებულები წამყვან საინჟინრო ძალას უნდა წარმოადგენდნენ ჩვენს ქვეყანაში ჰიდროტექნიკური ობიექტების პროექტირებასა და ასევე მათ ექსპლუატაციაში არსებული პრობლემების საინჟინრო კვლევებსა და გადაწყვეტებში.
სასწავლო მუშაობაში დიდი ყურადღება აქვს დათმობილი ჩვენს ქვეყანაში ექსპლუატაციაში არსებული ჰიდროტექნიკური ობიექტების საინჟინრო პრობლემებში ჩართულობას. საინჟინრო საკითხები მუშავდება თემების სახით და განიხილება სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციებზე.
სადოქტორო და სამაგისტრების ნაშრომები უპირატესად ასახავს ჰიდროტექნიკის კვლევის თანამედროვე საინჟინრო პრობლემებს, ჩვენს ქვეყანაში მშენებარე და ექსპლუატაციაში მყოფი ჰიდროტექნიკური ობიექტების ჩათვლით. ხსენებული მიმართულებით ბოლო 5 წლის ფარგლებში დაცულ იქნა 7 სადისერტაციო ნაშრომი.
კვლევის დამამთავრებელ სტადიაშია 5 სადისერტაციო ნაშრომი. ესენია:
საინჟინრო კვლევები ემყარება კვლევის თანამედროვე რიცხვით მეთოდებს. სტატიკის და სეისმიკის ამოცანების გაანგარიშება ემყარება ამონახსნებს სასრული და სასაზღვრო ელემენტების მეთოდების გამოყენებით
კვლევები არასტაციონალური ფილტრაციისა და ტემპერატურული რეჟიმებით გამოწვეულ თანამდევ ძაბვების გათვალისწინებით იყენებს კლასიკურ ამონახსნებს, ასევე რიცხვით მეთოდებს.
საინჟინრო ამოცანების რიცხვით გაანგარიშებებში გამოიყენება თანამედროვე კომპლექსური პროგრამები – LIRA, ANSYS და სხვა.
დეპარტამენტის თანამშრომლების მონაწილეობით მიმდინარეობს:
დეპარტამენტის მატერიალური ბაზა მოიცავს ჰიდრავლიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა კვლევის სასწავლო ლაბორატორიებს. რეალური ობიექტებისათვის გამოიყენება სტუს სამშენებლო ფაკულტეტის სასწავლო სამეცნიერო და საექსპერტო ლაბორატორია.
საქრთველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ამჟამად მიმდინარეობს ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა კომპლექსური კვლევის ლაბორატორიის პროექტირება, რომლის მშენებლობა გათვალისწინებულია 2018 წელს. ლაბორატორია განკუთვნილია ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სტატიკური და სეისმური კვლევების, ტალღური და კალაპოტური პროცესების, ასევე წყლის ლაბორატორიული კვლევებისათვის. ლაბორატორია აღჭურვილი იქნება კვლევის უახლესი დანადგარებით, მათ შორის სეისმური პლატფორმით.
დეპარტამენტის კურსდამთავრებულები წარმატებით მუშაობენ სხვადასხვა საინჟინრო დაწესებულებებში, მათ შორის შპს „ენერგოპრო“, შპს „საქართველოს მელიორაცია“, შპს „შტუკი“ და სხვა.
წყალმომარაგება, წყალარინების, თბოაირმომარაგებისა და შენობათა საინჟინრო აღჭურვის დეპარტამენტის- Department of Water Supply, Sewerage Systems, Heat- Air-Supply and Ventilation and Engineering Equipment of Buildings (შემდგომში დეპარტამენტი) საქმიანობა დაეფუძნება აკადემიური თავისუფლების, სწავლების, სწავლისა და კვლევის ერთიანობის, თანასწორობისა და გამჭვირვალობის პრინციპებს.
წყალმომარაგებას, წყალარინებს, გაზთბოაირმომარაგებისა და ვენტილაციას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქვეყნის მზარდი ეკონომიკის განვითარებაში.
დეპარტამენტი ხელმძღვანელობს დემოკრატიისა და ჰუმანიზმის იდეალებზე ორიენტირებულ პრინციპებით და უზრუნველყოფს საზოგადოებას საიმედო, განათლებულ და მაღალკვალიფიციურ რესურსებით წყალმომარაგების, წყალარინების, გაზით უზრუნველყოფის, თბოაირმომარაგებისა და ვენტილაციის დარგში.
დეპარტამენტისმისიასწარმოადგენს
დეპარტამენტისმიზნები
დეპარტამენტისძირითადსტრატეგია
დეპარტამენტის ძირითად სტრატეგიად მიგვაჩნია საინოვაციო-საწარმოო ერთეულად ჩამოყალიბება. დეპარტამენტის საინოვაციო-საწარმოო ინსტიტუციად ფორმირება მოხდება თანამედროვე სისტემური სასწავლო-სამეცნიერო და საწარმოო კომპლექსების მოდერნიზაცია-სინთეზით, რომელიც ჰარმონიულად იმპლემენტირებული მდგენელია თანამედროვე საბაზრო რეალიებისა, რაც დაფუძნებულია უწყვეტი განათლების იდეაზე, ასევე სასწავლო პროცესის გაჯერებაზე რეალური პრაქტიკული, პრობლემური, გამოყენებითი, მეცნიერული მოდელებით.
შენრჩუნებული იქნება დეპარტამენტის ორგანიზაციული სტრუქტურის განვითარება, რაც გამოიხატება: ელექტრონული სწავლებით, ვირტუალური კლასებით, ციფრული ლაბორატორიებით და დისტანციური სწავლების უახლესი ტექნიკური საშუალებებით.
განვითარდება დეპარტამენტის ინფრასტრუქტურა: აუდიტორიების, ლაბორატორიების, საპროფესოროების, დერეფნებისა და სათავსოების დიზაინის გაუმჯობესება და თანამედროვე ავეჯით მოწყობა. ასევე, აუდიტორიები უნდა აღიჭურვოს ელექტრონული სწავლებისათვის განკუთვნილი ხელსაწყო–დანადგარებით.
საინოვაციო სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის ორგანიზება, რომელიც ხელს შეუწყობს სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განვითარებას დეპარტამენტის თემატიკის გათვალისწინებით. ამასთან, როგორც ცნობილია მიღწეულია შეთანხმება ავსტრიის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის სამშენებლო ფაკულტეტის სტრუქტურაში ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა ულტრათანამედროვე სამეცნიერო–კვლევითი ლაბორატორიის მშენებლობისა და აღჭურვის შესახებ.
ლაბორატორია მოემსახურება როგორც სასწავლო–სამეცნიერო, ასევე საექსპერტო პროცესებს შემდეგი მიმართულებებით:
დეპარტამენტის პრიორიტეტი იქნება მეცნიერებატევადი პროდუქციის ბაზრებზე საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად. გადაუდებელი აუცილებლობაა ინოვაციური მოღვაწეობის საკადრო უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს ინოვაციური სფეროს სპეციალისტთა მომზადების, გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების გამართულ ფუნქციონირებას, განსაზღვრულ თემატიკურ ურთიერთობას საერთაშორისო საინჟინრო პროფესიულ საზოგადოებებთან, მათ შორის წამყვანი ქვეყნების საინჟინრო–სასწავლო დაწესებულებებთან.
მნიშვნელოვანია არსებობდეს მეთოდების, ცოდნისა და დარგობრივი კომპეტენციების შესახებ წარმოდგენათა ერთობლივობა. ეს მიღებული სამეცნიერო პრაქტიკაა, რომელიც ტრადიციულად მის შიგნით ვითარდებოდა და ვითარდება. მეორე მხრივ, დეპარტამენტი უნდა ქმნიდეს ინსტრუმენტებს, სტრუქტურებს და ინიცირებას უწევდეს პროცესებს, რათა მხარი აუბას მეცნიერული განვითარების დინამიკას, ჩამოაყალიბოს და განავითაროს ახალი თემები.
ყოველივე აღნიშნული, ქმნის თანამედროვე კვლევითი ასპექტების სავალდებულო გათვალისწინების გადაუდებელ აუცილებლობას დეპარტამენტის ყველა საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებში. უნდა შევცვალოთ სასწავლო და კვლევითი მდგენელების თანაფარდობა იმგვარად, რომ სადოქტორო საფეხურზე კვლევითი კომპონენტი საგანმანათლებლო პროგრამის გადამწყვეტ მდგენელად წარმოჩინდეს.
თანამედროვე კვლევებს თანამედროვე სასწავლო და კვლევითი მატერიალური ბაზასთან ერთად ასევე სჭირდება თანამედროვე ლიტერატურა.
პროექტი # 135: „აკადემიური თანამშრომლობა შესაძლებლობის გაზრდისათვის გარემოსდაცვით სწავლებაში“ ფარგლებში, BOKU–ს უნივერსიტეტის (ვენა, ავსტრია) ფროფესორების მონაწილეობით იგეგმება ორი სამაგისტრო პროგრამის: „წყლის ინჟინერია“ (მოდიფიცირებით) და „გარემოს ინჟინერია“ (ახალი) მომზადება ელექტრონული სწავლებისათვის mMoodle პროგრამის გამოყენებით.
დეპარტამენტის საგანმანათლებლო პროგრამების, სილაბუსების სტრუქტურა და დარგობრივი მიმართება ზოგადად ეთანადება შესაბამის სფეროთა საგნობრივ პრობლემატიკას, მაგრამ, სამწუხაროდ კვლავ ჩამოვრჩებით თანამედროვე შესაბამისი საგანმანათლებლო ინსტიტუციების კრიტერიუმებს.
რაც ნიშნავს, რომ:
დღევანდელ საგანმანათლებლო სფეროში ადამიანი ისეთ ცოდნას ვერსად მიიღებს, რომ ეყოს მთელი ცხოვრების განმავლობაში, ამიტომ სწავლების სისტემური ამოცანაა ასწავლო ადამიანს, თუ როგორ უნდა ისწავლოს მთელი ცხოვრების მანძილზე.
საგანმანათლებლო ინსტიტუციამ, საზოგადოებას უნდა გადასცეს არა მარტო ცოდნისმიერი კომპეტენციები, არამედ პიროვნებაში უნდა აღზარდოს სინდისიც, რაც ღირებულებითი კატეგორიებით ორგანიზდება და ეთიკური დილემაა არა მარტო გლობალური მასშტაბით, არამედ თანამედროვე საგანმანათლებლო სფეროს ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაცაა, რადგან ტექნოლოგიზებული ადამიანი ეთიკის გარეშე ყველაზე დიდი საფრთხეა კაცობრიობისათვის.
ჩვენი ქვეყნის ხანგრძლივმა ისტორიამ მრავალჯერ დაგვანახა, რომ რწმენის, სიყვარულის, თავმდაბლობის, თავშეკავების, კეთილმოსურნეობის, თავაზიანობის, სხვისთვის ჭირში თანადგომის უნარის აღზრდის გარეშე პიროვნება ვერ ჩამოყალიბდება და თუნდაც ერთი ადამიანის აღზრდაში დაშვებული ნაკლოვანებანი შესაძლოა პიროვნების ხასიათის ძალზე საშიშ გამოვლინებად იქცეს და გამოუსწორებელი ზიანი მოუტანოს საზოგადოებას.