დეპარტამენტს ხელმძღვანელობს პროფესორი ლია კახიანი
დეპარტამენტის მიზანია: მოამზადოს უმაღლესი განათლების მქონე სპეციალისტები, რომელთაც ექნებათ თანამედროვე მსოფლიოს მეცნიერულ–ტექნიკური და საზოგადოებრივ–პოლიტიკური პრობლემების წვდომის უნარი, შენობა–ნაგებობის დაპროექტების ახალი მეთოდებისა და საქმიანი ჩვევების საინჟინრო პრაქტიკაში გამოყენების უნარი; სტუდენტს შეასწავლოს შენობა-ნაგებობების დაგეგმარების პროცესში საგანგებო სიტუაციების რისკის ინჟინერნიგის საფუძველები, ეკონომიკის ობიექტების საგანგებო სიტუაციებში მართვის, უსაფრთხოების და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების საინჟინრო დაცვის ორგანიზება, საგანგებო სიტუაციების შედეგების პრევენციისა და მათი სალიკვიდაციო სამუშაოების საინჟინრო უზრუნველყოფის ღონისძიებები, საგანგებო სიტუაციებში ქცევისა და მოქმედების წესები; ასევე – შენობა-ნაგებობების საიმედოობის შეფასების მეთოდები, სეისმოდამცავი ღონისძიებების ეფექტური გამოყენება, მშენებლობის ინჟინერიის სფეროში მაღლივი შენობების, მათ შორის ცათამბრჯენების, კონსტრუქციული სისტემების სახეებს და მაათი გაანგარიშების მეთოდებს;
დეპარტამენტის ძირითადი სტრატეგიადაამოცანები:
მოვამზადოთ მაღალი კვალიფიკაციის ბაკალავრი მშენებლობის ინჟინერიაში, მშენებლობის ინჟინერიის მაგისტრი და მეცნიერ–მკვლევარი სამშენებლო დარგში.