86-ე სტუდენტთა ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - ჟიურის სამუშაო ინსტრუქცია
სტუ-ს 86-ე სტუდენტთა ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის სექციების ჟიურის სამუშაო ინსტრუქცია, დანართები და ოქმი
სტუ-ს 86-ე სტუდენტთა ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის თითოეული სექციის ჟიური ხელმძღვანელობს შემდეგი ინსტრუქციით:
1. ჟიურის თითოეული წევრი ავსებს #1 დანართს, ცალ-ცალკე სწავლების საფეხურების მიხედვით;
2. ჟიურის წევრების შეფასების - #1 დანართების საფუძველზე, სექციის მიერ დგება #2 დანართი სამ ეგზემპლარად (ცალ-ცალკე სწავლების საფეხურების მიხედვით - ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა), სადაც მიეთითება სექციის მონაწილე ყველა მომხსენებლის მონაცემები და მათი ჯამური შეფასება (ჟიურის თითოეული წევრის შეფასების ჯამური საშუალო არითმეტიკული);
3. #2 დანართების საფუძველზე დგება #3 დანართი ერთ ეგზემპლარად, სადაც მიეთითება სწავლების თითოეული საფეხურის მიხედვით გამარჯვებული (I, II, III ადგილი) სტუდენტების მონაცემები;
4. #3 დანართის საფუძველზე დგება საბოლოო ოქმი ერთ ეგზემპლარად.
კონფერენციის შესაბამისი სექციის ჩატარებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, #2 დანართი სწავლების საფეხურების მიხედვით (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა), #3 დანართი და სხდომის ოქმი თითო-თითო ეგზემპლარად (შესაბამისი ხელმოწერებით) წარმოდგენილ უნდა იქნას სტუ-ს სპორტის, კულტურის, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტში (სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი, II სართული, ოთ.#242ბ; ტელ.: 2365351; შიდა - 6820).
იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე საკონფერენციო ნაშრომის ხელმძღვანელი ამავდროულად არის ჟიურის წევრი, იგი არ აფსებს მისი ხელმძღვანელობით წარმოდგენილ მომხსნენებელს. ამ ნაშრომთან/მომხსენებელთან მიმართებაში მისი შეფასების ნაცვლად დაფიქსირდება დანარჩენი ჟიურის წევრების შეფასების ჯამური საშუალო არითმეტიკული.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.