სემინარი ფაკულტეტზე – „როგორ დავწეროთ და გამოვაქვეყნოთ სტატიები S/SCIE სიაში შემავალ ჟურნალებში?!“
25 ნოემბერს, თბილისში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტისა და სტუ-ის სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის ინსტიტუტ „ტექინფორმის“ ორგანიზებით გაიმართება ერთობლივი სემინარი თემაზე: „როგორ დავწეროთ და გამოვაქვეყნოთ სტატიები S/SCIE სიაში შემავალ ჟურნალებში?!“.
სემინარი ტარდება მე-10 ქართულ-პოლონური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის – „სატრანსპორტო ხიდი ევროპა – აზია“ ფარგლებში.
სემინარს გაუძღვება აღმოსავლეთ სარაევოს უნივერსიტეტის (ბოსნია და ჰერცეგოვინა) ასოცირებული პროფესორი, დოქტორი ჟელკო სტევიჩი (Dr. Željko Stević), რომელიც სტენფორდის უნივერსიტეტის მონაცემებით, 2020 წლიდან დღემდე მსოფლიოს მეცნიერთა საუკეთესო 2%-ში შედის.
ძირითადი დეტალები:
თარიღი: 25 ნოემბერი, 2026
ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო
მომხსენებელი: დოქტორი ჟელკო სტევიჩი (აღმოსავლეთ სარაევოს უნივერსიტეტი, ბოსნია და ჰერცეგოვინა)
ორგანიზატორები: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი და ინსტიტუტი „ტექინფორმი“
მხარდამჭერი პროექტი: ERIC-GE (Co-funded by the European Union)
სამუშაო ენა: ინგლისური
შენიშვნა: სემინარზე დასწრების მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს 23 ნოემბრამდე შემდეგ ბმულზე.
„მზა-ჩანაწერების" (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.