სტუ
09/07/2026

ასოცირებული პროფესორის თამარ რუხაძის ვიზიტი რუმინეთში

  3-7 ივნისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემების და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის, ტრანსპორტისა და მრეწველობის მენეჯმენტის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, თამარ რუხაძე, Erasmus+ Staff Mobility for Teaching (აკადემიური პერსონალის მობილობა სწავლების მიზნით) პროგრამის ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით რუმინეთში იმყოფებოდა.

მობილობა განხორციელდა ბუქარესტის აგრონომიული მეცნიერებებისა და ვეტერინარული მედიცინის უნივერსიტეტში (University of Agronomic Sciences and Veterinary Medicine of Bucharest).

ვიზიტის ფარგლებში, თამარ რუხაძემ აღნიშნული უნივერსიტეტის მენეჯმენტისა და სოფლის განვითარების ფაკულტეტზე 8 აკადემიური საათის ოდენობით ლექცია/სემინარი ჩაატარა. სასწავლო პროგრამა საკმაოდ დატვირთული და მრავალფეროვანი იყო, სადაც ყურადღება გამახვილდა ისეთ მნიშვნელოვან თემებსა და გამოწვევებზე, როგორიცაა:

  • აგრარული მენეჯმენტის როლი ეკონომიკაში:
  • სტრუქტურული და ფერმერული პრობლემები:
  • მენეჯერული უნარების დეფიციტი:
  • ფინანსური მართვა და რისკები:
  • ლოგისტიკა და ტექნოლოგიები:
  • ადმინისტრაციული და მდგრადი განვითარების მართვა:

მივლინების ძირითადი მიზანი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბუქარესტის აგრონომიულ უნივერსიტეტს შორის ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება იყო. ამასთანავე, ვიზიტი ემსახურებოდა უნივერსიტეტებს შორის გრძელვადიანი კავშირების გაძლიერებას, რაც მომავალში ხელს შეუწყობს ერთობლივი კვლევების ჩატარებას, საგანმანათლებლო თანამშრომლობის განვითარებასა და სწავლებისა თუ კვლევის მეთოდოლოგიების აქტიურ გაცვლას.

გაცვლითი პროექტი, რომელშიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის კოორდინაციით აქტიურად არის ჩართული, კიდევ ერთი შესაძლებლობაა ფაკულტეტის საერთაშორისო ასპარეზზე ინტეგრაციისათვის.