კომპანია SISECAM-ის წარმომადგენლები ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდნენ
16 ივნისს სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე სს „მინა“-ს (SISECAM ჰოლდინგი) წარმომადგენლებმა ფაკულტეტის პროფესიული, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრის მთავარ მიზანს სტუდენტებისთვის 1935 წელს დაარსებული გლობალური ჰოლდინგის, SISECAM-ის (შიშეჯამი) შესახებ ინფორმაციის გაზიარება და მათთვის ანაზღაურებადი სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამის „Together“ შეთავაზება წარმოადგენდა.
კომპანიის წარმომადგენლებმა სტუდენტებს დეტალურად გააცნეს სტაჟირების მრავალფეროვანი პროგრამა, რომელიც სრულად პასუხობს თანამედროვე ბაზრის მოთხოვნებს. პროგრამა მოიცავს:
პროფესიულ გადამზადებას: მომავალი მექანიკის ინჟინრებისთვის თანამედროვე მანქანა-დანადგარებთან ადაპტაციისა და მუშაობის სწავლებას;
ლოჯისტიკასა და მენეჯმენტს: კომპანიის სასაწყობო მეურნეობის, რთული დისციპლინარული ნორმების შესწავლასა და საერთო სექციური მენეჯმენტის ათვისებას.
პროგრამა ითვალისწინებს ანაზღაურებად პროფესიულ კურსებსა და შემდგომში წარმოებაში დასაქმების რეალურ პერსპექტივას, რაც შესაბამისი პროფილის სტუდენტებს მაღალი დონის სპეციალისტებად ჩამოყალიბებაში დაეხმარება. პრეზენტაციის ფარგლებში სტუმრებმა სტუდენტებს SISECAM-ის განვითარების ისტორია, განხორციელებული და სამომავლო პროექტები გააცნეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სს „მინა“-ს წარმოებით სრულ ციკლს - ნედლეულის მოწოდებიდან რეალიზაციამდე.
აღსანიშნავია, რომ 1998 წელს „SISECAM“ ჰოლდინგმა შეიძინა სააქციო საზოგადოება „მინა“, რაც კომპანიისთვის პირველი უცხოური ინვესტიცია იყო. ქსანში მდებარე ქარხანა აღჭურვილია თანამედროვე ლაბორატორიული და ტექნიკური ბაზით და უწყვეტად ამარაგებს ბაზარს ხარისხიანი პროდუქციით.
მადლობას ვუხდით კომპანია „SISECAM“-ს საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრისთვის. სტუდენტებზე ორიენტირებული მსგავსი პროექტები ყოველთვის ხელს უწყობს ახალგაზრდების პროფესიულ ზრდასა და წარმატებულ კარიერულ სტარტს.
„მზა-ჩანაწერების" (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.