სტუ
17/06/2026

ფაკულტეტის დეკანი Middle East Technical University-ს (METU) საერთაშორისო პერსონალის კვირეულს დაესწრო

1.PNG

8-12 ივნისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ბორის გითოლენდია, სამუშაო ვიზიტით ანკარაში (თურქეთის რესპუბლიკა) იმყოფებოდა. ვიზიტი განხორციელდა Erasmus+ KA171 საერთაშორისო კრედიტების მობილობის (პერსონალის მომზადების/ტრენინგის) პროგრამის ფარგლებში, შუა აღმოსავლეთის ტექნიკურ უნივერსიტეტში (Middle East Technical University - METU).

ბორის გითოლენდიამ მონაწილეობა მიიღო მასშტაბურ მე-10 საერთაშორისო პერსონალის კვირეულში - From Experience to Excellence:  Staff Week in the Era of Digital Transformation, რომელიც ორგანიზებული იყო მასპინძელი უნივერსიტეტის საერთაშორისო თანამშრომლობის ოფისის მიერ უნივერსიტეტის 70 წლის იუბილის ფარგლებში.  აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან 20-ზე მეტი ქვეყნის 75-მდე უნივერსიტეტის წარმომადგენელი მონაწილეობდა.

მსგავს საერთაშორისო კვირეულებში ჩართულობა უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან ის ზრდის უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის ხარისხს, ხელს უწყობს გლობალურ კოლაბორაციებს და წარმოადგენს საუკეთესო პლატფორმას პროფესიული კონტაქტების გაძლიერებისა თუ ახალი პარტნიორების შეძენის მიზნით.

ვიზიტის ფარგლებში, სრულად და წარმატებით განხორციელდა დღის წესრიგით განსაზღვრული ყველა აქტივობა. საქმიანი დისკუსიების პარალელურად, შეხვედრებზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის შესახებ ვრცელი პრეზენტაციები წარმოავადგინეთ,  მის საგანმანათლებლო პროგრამებზე, სამეცნიერო პოტენციალსა და მიღწევებზე.
თურქეთის წამყვან უნივერსიტეტში ვიზიტის მთავარ მიზანს Erasmus+ პროგრამის ფარგლებში მობილობების გააქტიურება, საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავება და ერთობლივი პროექტების ინიცირება წარმოადგენდა. აღნიშნული გაცვლითი პროექტი, რომელშიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის კოორდინაციით აქტიურად არის ჩართული, კიდევ ერთი შესაძლებლობაა ფაკულტეტის საერთაშორისო ასპარეზზე ინტეგრაციისათვის.