24-26 ნოემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე ქართულ-პოლონური მე-10 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „სატრანსპორტო ხიდი ევროპა-აზია“ გაიმართება.
ღონისძიება ტრანსპორტის დარგის უმნიშვნელოვანესი და მაღალი რეიტინგის მქონე სამეცნიერო ფორუმია და წელს რიგით მეათედ იმართება.
სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ დარგის აღიარებული მეცნიერები და მკვლევრები წამყვანი ადგილობრივი და საერთაშორისო უნივერსიტეტებიდან და ინსტიტუტებიდან.
კონფერენციის თანაორგანიზატორები არიან:
კონფერენციაზე დასარეგისტრირებლად გადადით ბმულზე.
დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციის, სტატიის გაფორმების მოთხოვნებისა და საბანკო რეკვიზიტების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდებზე:საორგანიზაციო კომიტეტთან დასაკავშირებლად ეწვიეთ ელექტრონულ მისამართს: ictbea@gtu.ge.
კონფერენციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ასევე შეგიძლიათ იხილოთ აქ.
კონფერენცია ეძღვნება ცნობილი მეცნიერის, რამდენიმე უნივერსიტეტის საპატიო დოქტორისა და პროფესორის, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის ალექსანდრე სლადკოვსკის 70 წლის იუბილეს.