სტუ
12/06/2026

Erasmus+ პროგრამა: სტუდენტთა შერჩევა „აღმოსავლეთ პარტნიორობის თამაშებისთვის“

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს გაქვთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოთ საერთაშორისო კონკურსში.

მიმდინარე წლის 24-25 ივნისს, სომხეთის რესპუბლიკაში  (ქ. ერევანი), Erasmus+ საგრანტო პროგრამის KA2 აქტივობის პროექტის - „ისწავლე-განავითარე-გაყიდე-მიაღწიე წარმატებას“ (LISS24 - Learn, Innovate, Sell, Succeed) ფარგლებში, ტარდება „აღმოსავლეთ პარტნიორობის თამაშები“ (Eastern Partnership Games). ღონისძიება მოიცავს სტუდენტებს შორის შეჯიბრს B2B (ბიზნესი-ბიზნესისთვის) გაყიდვებში.

პროექტის მთავარი მიზანია საინჟინრო განათლებაში ინოვაციური კომპეტენციების ამაღლება, სტუდენტთა ინოვაციური იდეების პრაქტიკული რეალიზაციის ხელშეწყობა და B2B გაყიდვების მიმართულებით პროფესიული უნარების განვითარება.

შერჩევის პირობები და კრიტერიუმები: ფაკულტეტზე შექმნილი სპეციალური კომისია გასაუბრების გზით შეარჩევს 3 სტუდენტს.

მთავარი კრიტერიუმებია:

  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • მაღალი აკადემიური მოსწრება;
  • მაღალი მოტივაცია.
დაინტერესებულმა სტუდენტებმა განაცხადი უნდა წარადგინონ მიმდინარე წლის 15 ივნისის 17:00 საათამდე, სტუ-ის გაყიდვების ლაბორატორიაში.

  • მისამართი: სტუ-ის I კორპუსი, ოთახი 655.
  • საკონტაქტო ტელეფონი: 593 77 21 12

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე.