სტუ
08/06/2026

გრაფიკული დიზაინის პროგრამის სტუდენტებმა სასწავლო პროცესი დაასრულეს და პრაქტიკული პროექტები დაიცვეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის - „გრაფიკული დიზაინის შესრულება“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა სასწავლო პროცესი ოფიციალურად დაასრულეს. 

სასწავლო მარათონის ფინალურ ეტაპად იქცა მოდულის - „პრაქტიკული პროექტი გრაფიკული დიზაინის შესრულებისთვის“ ფარგლებში მომზადებული ნამუშევრების პრეზენტაცია და დაცვა. 

052402g ჯგუფის სტუდენტებმა წარადგინეს სრულყოფილი, კონცეპტუალური პროექტები, რომლებზეც დაუღალავად მუშაობდნენ. სტუდენტებმა არა მხოლოდ აჩვენეს მაღალი გემოვნება და გრაფიკული პროგრამების (Adobe Photoshop, Adobe Illustrator, Adobe InDesign) ფლობა, არამედ დაამტკიცეს, რომ აქვთ მთავარი - დიზაინ-აზროვნება და მოთხოვნებზე მორგებული ვიზუალური პრობლემების გადაჭრის უნარი.

პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულებს უკვე შეუძლიათ:

  • ვექტორული და რასტრული გამოსახულებების პროფესიონალური შექმნა, რედაქტირება და ტრანსფორმაცია;
  • რასტრული სურათების ფერისა და ტონალობის კორექცია, მაღალი ხარისხის რეტუშირება, ფილტრებისა და ნიღბების გამოყენება; 
  • ბეჭდური და ელექტრონული პუბლიკაციების (წიგნები, ჟურნალები, მაკეტები) შექმნა, აწყობა და ტექსტებთან მუშაობა; 
  • დოკუმენტების ტექნიკური გამართვა, ბეჭდვამდელი სამუშაოების შესრულება და ფაილების მომზადება ბეჭდვისა თუ ლაზერული ჭრისთვის. 
კურსდამთავრებულებს აქვთ დასაქმების ფართო ასპარეზი. მიღებული კვალიფიკაცია კურსდამთავრებულებს აძლევს შესაძლებლობას, წარმატებით დასაქმდნენ გამომცემლობებში, პოლიგრაფიულ საწარმოებში, სარეკლამო კომპანიებსა და ციფრულ სტამბებში გრაფიკული დიზაინერის, დამკაბადონებლისა თუ ტექნიკური დიზაინერის პოზიციებზე. 

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის - „გრაფიკული დიზაინის შესრულება“ 052402g ჯგუფის სტუდენტებს ვულოცავთ ამ მნიშვნელოვანი ეტაპის დასრულებას და ვუსურვებთ პროფესიულ წინსვლას!