ფაკულტეტის წარმომადგენლები Erasmus+ პროექტის ფარგლებში რუმინეთს სტუმრობდნენ
23-29 აპრილს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი ირინე უგრეხელიძე და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ლექტორი ნადია ცხოვრებაშვილი, Erasmus+ საერთაშორისო მობილობის პროექტის ფარგლებში, კლუჟ-ნაპოკას ტექნიკურ უნივერსიტეტს (რუმინეთი) სტუმრობდნენ.
ქართული დელეგაციის წევრები მასპინძელი უნივერსიტეტის საავტომობილო, მექატრონიკისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, 2025/26 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრის ადმინისტრაციული და აკადემიური საქმიანობის გასაცნობად და გამოცდილების გასაზიარებლად იყვნენ მიწვეულები.
მობილობის ფარგლებში საქმიანი შეხვედრები შედგა კლუჟ-ნაპოკას ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელ პირებთან, კერძოდ: უნივერსიტეტის მმართველობისა და ურთიერთობების მიმართულებით ვიცე-რექტორთან, პროფესორ დანიელა პოპესკუსთან, საერთაშორისო მიმართულების ვიცე-რექტორთან, ნიკოლაე ვლად ბურნეტესთან, საავტომობილო, მექატრონიკისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანთან ნიკოლაე ფილიპთან და ამავე ფაკულტეტის პროფესორ სილვიუ დან მანდრუსთან, რომელიც უშუალოდ მასპინძლობდა ქართულ დელეგაციას.
ინტერესთა დაახლოების მიზნით, მოეწყო სასწავლო რესურსების გაცნობითი ტურები და კულტურული აქტივობები. შეხვედრებზე ქართველმა წარმომადგენლებმა გამართეს პრეზენტაციები, სადაც დეტალურად წარადგინეს სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი და, ზოგადად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. აღსანიშნავია რომ ვიზიტში ასევე მონაწილეობდნენ სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებიც.
ვიზიტისას მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელოვანი პერსპექტივები დასახეს. სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სტუდენტებისა და თანამშრომლების მონაწილეობას საერთაშორისო პროგრამებში. ფაკულტეტი მიესალმება ნებისმიერ მსგავს ინიციატივას, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესის გაძლიერებას.
„მზა-ჩანაწერების" (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.