ფაკულტეტს ევროპული უნივერსიტეტების დელეგაციები სტუმრობდნენ
18-21 მაისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტს, ERASMUS+ KA107 პროგრამის საერთაშორისო აკადემიური მობილობის კვირეულის ფარგლებში, ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია.
კერძოდ, ფაკულტეტის სტუმრები იყვნენ:
ჟეშუვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (Rzeszów University of Technology, პოლონეთი) პროფესორი იგორ ტარანი (Prof. Igor Taran); ასევე ამავე უნივერსიტეტიდან, სხვა - PROM–NAWA პროგრამის ფარგლებში, ფაკულტეტს სტუმრობდა ასოცირებული პროფესორი მიხალ ჯურეკი (Assoc. Prof. Michal Jurek)
ვილისნუსის გედიმინასის ტექნიკური უნივერსიტეტის (Vilnius Tech, ლიეტუვა) ასოცირებული პროფესორი იურიუს ტრეტიაკოვი (Assoc. Prof. Jurijus Tretjakovas);
უშაქის უნივერსიტეტის (Uşak University, თურქეთი) ასისტენტ-პროფესორი ჰაკან სელვი (Assist. Prof. Hakan Selvi).
ევროპელ კოლეგებთან სხვადასხვა საქმიანი შეხვედრა გაიმართა. მათ შორის, სტუმრები ფაკულტეტის ადმინისტრაციას შეხვდნენ, სადაც მხარეებმა სასწავლო და კვლევითი მიმართულებით განხორციელებული, მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილეს. მათ ისაუბრეს თავიანთ უნივერსიტეტებში არსებულ საუკეთესო პრაქტიკაზე, ასევე, უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით, სხვადასხვა ერთობლივი ღონისძიება დაიგეგმა.
ევროპელმა სტუმრებმა მონაწილეობა მიიღეს კვირეულის ფარგლებში სტუ-ში ორგანიზებულ აქტივობებში; მოეწყო შეხვედრები ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებთან.
აღსანიშნავია, რომ მობილობის პროგრამა სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის კოორდინაციით ERASMUS+ KA107 და PROM–NAWA პროგრამების ფარგლებში განხორციელდა. ფაკულტეტის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესს, რაც საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და უმაღლესი განათლების განვითარების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.
„მზა-ჩანაწერების" (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.