29 მაისს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საჯარო ლექცია-სემინარი – „ქართული კრეატივი“ გაიმართა, რომელსაც კრეატივის სკოლის დამფუძნებელი კოტე იანტბელიძე უძღვებოდა.
ღონისძიებამ დიდი ინტერესი გამოიწვია და მას სტუდენტები, უნივერსიტეტის თანამშრომლები, ასევე კრეატიული აზროვნებისა და ინოვაციური მიდგომების განვითარების საკითხებით დაინტერესებული პირები დაესწრნენ.
სემინარის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ იდეების გენერირების თანამედროვე და პრაქტიკულ მეთოდებს, კრეატიული აზროვნების განვითარების მექანიზმებსა და ინოვაციური მიდგომების ეფექტიანად გამოყენების შესაძლებლობებს. შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა და მოიცავდა როგორც პრაქტიკულ მაგალითებს, ასევე, აქტიურ დისკუსიას, რაც მონაწილეებს საკუთარი გამოცდილებისა და იდეების გაზიარების შესაძლებლობას აძლევდა.
ლექცია-სემინარი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტუტორინგისა და მენტორინგის ცენტრის ორგანიზებით და სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტური სერვისების აქტიური ჩართულობით გაიმართა.