პროფესორ გივი სანაძის სამუშაო ვიზიტი ჟეშუვის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში
4-8 მაისს, Erasmus+ აკადემიური პერსონალის მობილობის პროგრამის ფარგლებში, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის მექანიკის ინჟინერიისა და სამრეწველო ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროფესორი, გივი სანაძე სამუშაო ვიზიტით პოლონეთში, ჟეშუვის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრები მექანიკის ინჟინერიისა და ავიაციის ფაკულტეტის პერსონალთან, სადაც მხარეებმა იმსჯელეს აკადემიურ და სამეცნიერო საკითხებზე, რაც საფუძველს უყრის სამომავლო ერთობლივ პროექტებსა და მჭიდრო პარტნიორობას. პროფესორი გივი სანაძე დეტალურად გაეცნო უნივერსიტეტის სასწავლო და კვლევით ლაბორატორიებს, მათ შორის აეროდინამიკის, მექანიკური დამუშავების, გაზომვების, რობოტიკისა და სხვა მაღალტექნოლოგიურ სივრცეებს.
მობილობის ფარგლებში, გივი სანაძემ ავიაციის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის აეროდინამიკის სალექციო კურსი ჩაატარა. გარდა ამისა, მან მონაწილეობა მიიღო ჟეშუვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ღონისძიებაში „Staff Week 2026“, რომელშიც ასევე, მექსიკის, უკრაინის, უზბეკეთისა და მონტენეგროს უნივერსიტეტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
კვირეულის ფარგლებში მოეწყო გამოფენა, სადაც მონაწილეებმა საკუთარი უმაღლესი სასწავლებლების პრეზენტაციები წარადგინეს. საერთაშორისო სტუმრებისათვის, ასევე, მოეწყო საინფორმაციო ტური საუნივერსიტეტო კამპუსში, ხელოვნური ინტელექტისა და ჰუმანოიდი რობოტების ლაბორატორიასა და პლანერებზე მომზადების სპეციალიზებულ ცენტრში.
ვიზიტი იყო განსაკუთრებით ნაყოფიერი გამოცდილების გაზიარების, პროფესიული კავშირების დამყარებისა და უნივერსიტეტებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით.
„მზა-ჩანაწერების" (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.