„ბეჭდვითი მედიატექნოლოგიების“ სტუდენტებმა პროგრამა წარმატებით დაასრულეს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის - „ბეჭდვითი მედიატექნოლოგიები“ სტუდენტებმა სასწავლო პროცესი წარმატებით დაასრულეს.
პროგრამა თანამედროვე ბაზრის მოთხოვნებზეა ორიენტირებული და თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს აერთიანებს. სტუდენტებს სალექციო მეცადინეობები უნივერსიტეტის აუდიტორიებში უტარდებოდათ, ხოლო პროფესიული უნარების დახვეწა და პრაქტიკულ სამუშაოები ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან, მაღალტექნოლოგიურ საწარმოში - სტამბა „სეზანში“ გაიარეს.
პროფესიულ განათლებაში კერძო ბიზნესის ჩართულობა გადამწყვეტ როლს თამაშობს. სწორედ „სეზანთან“ მრავალწლიანი და წარმატებული თანამშრომლობის წყალობით, სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ უშუალოდ ჩართულიყვნენ რეალურ საწარმოო პროცესში; ემუშავათ უახლესი თაობის პოლიგრაფიულ დანადგარებთან და აეთვისებინათ ბეჭდვის თანამედროვე მეთოდები და ტექნოლოგიური სიახლეები.
აღსანიშნავია, რომ პრაქტიკული მეცადინეობების ფარგლებში სტუდენტების მიერ შესრულებული ბეჭდვითი პროდუქცია გამოირჩეოდა მაღალი ხარისხითა და პროფესიონალიზმით, რაც მათ პროფესიულ მომზადებაზე მიუთითებს.
„ჩვენი მიზანია აღვზარდოთ კონკურენტუნარიანი კადრები, რომლებიც სწავლის დასრულებისთანავე შეძლებენ შრომის ბაზარზე თავის დამკვიდრებას. მადლობას ვუხდით სტამბა „სეზანს“ მრავალწლიანი პარტნიორობისა და ჩვენი სტუდენტებისთვის ასეთი შესანიშნავი შესაძლებლობის შექმნისთვის“ - აცხადებს პროგრამის ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი თეა ბარამაშვილი.
თანამედროვე ციფრულ ეპოქაში ბეჭდვითი მედიატექნოლოგიები სულ უფრო მეტად ვითარდება. შეფუთვის დიზაინი, მაღალხარისხიანი სარეკლამო მასალები და საგამომცემლო საქმე ის მიმართულებებია, სადაც კვალიფიციურ სპეციალისტებზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება. ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა პოლიგრაფიას აქცევს დინამიკურ და მაღალანაზღაურებად ინდუსტრიად, სადაც ინჟინერ-ტექნოლოგების ცოდნა ფასდაუდებელია. პროგრამაზე - „ბეჭდვითი მედიატექნოლოგიები“ სტუდენტთა მომდევნო ნაკადის მიღება უახლოეს პერიოდში იგეგმება.
„მზა-ჩანაწერების" (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.