Erasmus+ პროექტის GreenEngine სამუშაო შეხვედრა საინჟინრო განათლების მოდერნიზაციისთვის
სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, Erasmus+ საერთაშორისო პროექტის GreenEngine - „კრეატიული ინჟინერიის ხელშეწყობა მდგრადი მწვანე სამყაროსთვის“ ფარგლებში, პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა, რომელთა შორის იყვნენ სტუ-ის ტექნოლოგიების ტრანსფერისა და საგრანტო პროექტების ოფისის წარმომადგენლები, პროექტის მართვაში ჩართული პირები და ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი, პროექტის ეგიდით დაგეგმილი ინოვაციური კურიკულუმების განვითარების საკითხები განიხილეს.
პროექტი GreenEngine ორიენტირებულია საინჟინრო პროგრამებში ახალი სასწავლო კურსების ინტეგრირებაზე და არსებულის განახლებაზე, რომელიც მდგრადი განათლებისა და მწვანე პრაქტიკის შერწყმით, სტუ-ის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს პროფესიული ზრდის სრულიად ახალ შესაძლებლობებს უხსნის.
პროექტი GreenEngine, რომელიც 2028 წლამდე გაგრძელდება, მიზნად ისახავს ინჟინრების ახალი თაობის მომზადებას საინჟინრო განათლების მოდერნიზაციის გზით. იგი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს სტუდენტებში სოციალური პასუხისმგებლობისა და ინოვაციური კომპეტენციების გაძლიერებაზე.
აღსანიშნავია, რომ პროექტის შედეგების პირველადი პილოტირება სწორედ სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე იგეგმება, ხოლო მის ინსტიტუციურ კოორდინაციას უნივერსიტეტის მასშტაბით ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისი ახორციელებს.
„მზა-ჩანაწერების" (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.