ფაკულტეტის საახალწლო შემოქმედებითი კონკურსის შედეგები შეჯამდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე შემოქმედებითი კონკურსი დასრულდა, რომელიც პროფესიული სწავლების პროგრამების სტუდენტებს შორის ჩატარდა და მიზნად ისახავდა ფაკულტეტის ოფიციალური საახალწლო მისალოცი ბარათის დიზაინის შექმნას.
კონკურსის ფარგლებში სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა, საკუთარი კრეატიულობა და ტექნიკური უნარები პრაქტიკაში გამოეყენებინათ.
კონკურსში პროფესიული სწავლების პროგრამების “გრაფიკული დიზაინი” და “ბეჭდვითი მედიატექნოლოგიები” სტუდენტები მონაწილეობდნენ და დამუშავებული გრაფიკული ილუსტრაციები წარმოადგინეს, სადაც საახალწლო თემატიკა ორიგინალურად იყო დაკავშირებული საგანმანათლებლო კონტექსტთან. წარმოდგენილი ნამუშევრების ხარისხმა და მრავალფეროვნებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი სტუდენტების ნიჭი და მომზადების დონე.
კონკურსის გამარჯვებული გრაფიკული დიზაინის პროგრამის სტუდენტი ლიზი სიხარულიძე გახდა. ფაკულტეტის ადმინისტრაცია ულოცავს გამარჯვებულს წარმატებას! მისი დიზაინი, მთავარი გზავნილით - „წარმატებული და ნაყოფიერი 2026 წელი!“ დაამშვენებს ფაკულტეტის სოციალურ და ვებპლატფორმებს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელება ფაკულტეტისთვის პრიორიტეტულია, რადგან ასეთი კონკურსები, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სწავლის ხარისხის ამაღლებას პრაქტიკული გამოცდილების გზით და ახდენს სტუდენტთა კრეატიული პოტენციალის სტიმულირებას.
მადლობას ვუხდით თითოეულ მონაწილეს საინტერესო ნამუშევრებისთვის და ვუსურვებთ მათ შემდგომ პროფესიულ წინსვლას.
„მზა-ჩანაწერების" (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.