ღრმა მწუხარებით ვემშვიდობებით ჩვენი ფაკულტეტის, საავიაციო ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტს ნინი ბურდულს.
ნინი იყო ადამიანი, რომელიც გამოირჩეოდა პასუხისმგებლობით, სიკეთითა და თანადგომის უნარით. ის მუდამ მზად იყო დახმარებისთვის იყო ეს აკადემიური საკითხები თუ უბრალოდ ადამიანური მხარდაჭერა. მისი დამოკიდებულება სწავლისადმი და ადამიანებისადმი პატივისცემა ბევრისთვის მაგალითი იყო.
ნინი დაიბადა 2005 წლის 19 თებერვალს. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში აქტიურად იყო ჩართული სასწავლო პროცესში და ყოველთვის ცდილობდა საკუთარი ცოდნისა და შესაძლებლობების განვითარებას. მას ჰქონდა მკაფიო მიზნები და შრომისმოყვარეობით ცდილობდა მათ მიღწევას.
ჩვენთვის, მისი პედაგოგებისათვის, კურსელებისთვის, ნინი მხოლოდ თანამოაზრე სტუდენტი არ ყოფილა, ის იყო ადამიანი, რომელთანაც ურთიერთობა სითბოთი, პატივისცემითა და ნდობით გამოირჩეოდა.
ჩვენი კურსის ციმციმა და ცქრიალა გოგო - ცხოვრებაზე შეყვარებული, მუდამ პოზიტიური და სითბოთი სავსე ადამიანი მისი ენერგია, ღიმილი და სიცოცხლის სიყვარული ყველას გვანათებდა და განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნიდა ჩვენს ყოველდღიურებაში, მისი ნათელი ხასიათი და ადამიანობა სამუდამოდ დარჩება ჩვენი ფაკულტეტის, კურსის, მეგობრების და ყველა მისი ნაცნობების გულებში. მისი ნაადრევი წასვლა უდიდესი დანაკლისია ჩვენთვის და ყველასთის.
ის მუდამ დარჩება ჩვენს მოგონებებში. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და ყველას, ვინც მას იცნობდა და უყვარდა.