„სახელმწიფო შესყიდვები“ - საჯარო ლექცია ფაკულტეტზე
23 დეკემბერს, სატრანსპორტო სისტემების და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „სახელმწიფო შესყიდვები“.
ღონისძიება ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორების, ელიზბარ დარჩიაშვილისა და ლალი კაკაშვილი ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა.
აღსანიშნავია, რომ შერჩეული თემატიკა პირდაპირ კავშირშია „ლოგისტიკის“ საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კურსთან - „ტექნიკური სისტემების სპეციფიკაციები“.
ლექციას უძღვებოდა მოწვეული სტუმარი, შესყიდვების სააგენტოს თანამშრომელი, ასოცირებული პროფესორი და პრაქტიკოსი სპეციალისტი ლაშა მგელაძე.
საჯარო ლექციის ფარგლებში მომხსენებელმა სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს, გაუზიარა პრაქტიკული გამოცდილება სახელმწიფო შესყიდვების სისტემის ფუნქციონირების, რეგულაციებისა და იმ სპეციფიკაციების შესახებ, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ლოგისტიკის სფეროს მომავალი სპეციალისტებისთვის.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, სადაც დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა, მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღო.
„მზა-ჩანაწერების" (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.