სტუ
08/12/2025

სტუდენტების ვიზიტი თბილისის „მშრალ პორტში“

1.jpeg

28 ნოემბერს, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ლოგისტიკის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები, პროფესორ ზურაბ შენგელიას ინიციატივით, პროგრამის აკადემიურ პერსონალთან ერთად, საინფორმაციო ვიზიტით თბილისის „მშრალ პორტში“იმყოფებოდნენ. 

სტუდენტებს „მშრალი პორტის“ ადმინისტრაციამ უმასპინძლა და მათთვის ობიექტის გაცნობითი ტურის ორგანიზება უზრუნველყო. ვიზიტის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ სამუშაო პროცესის სტრუქტურას, ოპერაციულ მენეჯმენტს და იმ სპეციფიკურ ასპექტებს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ლოგისტიკური ჰაბის შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის.

ფაკულტეტის ადმინისტრაცია მადლობას უხდის თბილისის „მშრალ პორტს“ თანამშრომლობისთვის. ამასთანავე,   მივესალმებით პროფესორ მასწავლებელთა ნებისმიერ ინიციატივას, საკუთარი პროფესიული კავშირების გამოყენებით ხელი შეუწყონ სტუდენტებისთვის საინფორმაციო და პრაქტიკული აქტივობების განხორციელებას.