„თანამედროვე საინჟინრო გადაწყვეტილებები“ - Danfoss-ის ტრენინგი ფაკულტეტზე
26-27 ნოემბერს სტუ-ის I კორპუსში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დანიური გლობალური ბრენდის Danfoss-ის ორდღიანი სასწავლო ტრენინგი გაიმართა, რომელიც თანამედროვე ენერგოეფექტურ საინჟინრო გადაწყვეტებს მიეძღვნა. ღონისძიება კომპანია „ბაუმერი“-ის ახლად გახსნილ ბრენდირებულ სადემონსტრაციო სივრცეში ჩატარდა.
ტრენინგს დარგის სპეციალისტები, ასევე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიისა და სამშენებლო ფაკულტეტების სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ. მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა, პრაქტიკულად გაცნობოდნენ სექტორის უახლეს ინოვაციებს.
ღონისძიებას საქართველოში Danfoss-ის ოფიციალური დილერი - „ველტი“ ორგანიზატორობდა. მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს და პრაქტიკულად შეისწავლეს Danfoss-ის წამყვანი პროდუქტები და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები.
სადემონსტრაციო ნიმუშებად წარმოდგენილი იყო Danfoss-ის თერმოსტატები, ჭკვიანი კონტროლერები და ბალანსირების მოწყობილობები, რომლებიც მნიშვნელოვნად ზრდის საინჟინრო სისტემების ეფექტიანობას და ენერგოეფექტურობას.
Danfoss მსოფლიოში ცნობილია ენერგოეფექტური გათბობისა და ბალანსირების სისტემების წარმოებით, რომლებიც უზრუნველყოფს მაღალ კომფორტს, ტემპერატურის ზუსტ მართვას და საოპერაციო ხარჯების შემცირებას. ტრენინგი წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ქართველი სტუდენტებისა და პროფესიონალებისთვის თანამედროვე საინჟინრო ცოდნის გაღრმავებისაკენ, რაც ხელს შეუწყობს ენერგოეფექტური მშენებლობისა და ექსპლუატაციის სტანდარტების კიდევ უფრო გაუმჯობესებას ქვეყანაში.
ფაკულტეტის ადმინისტრაცია მიესალმება სექტორული ბიზნესის მიერ ინიცირებულ მსგავსი ტიპის თანამშრომლობას, რომელიც უნივერსიტეტში რეალურ პრაქტიკულ პროექტებზე დაფუძნებულ ტრენინგებსა და სწავლების თანამედროვე ფორმების განვითარებას უწყობს ხელს.
„მზა-ჩანაწერების" (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.