„ციფრული ლოგისტიკა“ - ფაკულტეტზე წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
25 ნოემბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, ლოგისტიკური კომპანიის GTS Group დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის დავით ძაგანიას წიგნის „ციფრული ლოგისტიკა“ პრეზენტაცია გაიმართა.
ავტორმა სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს და დაინტერესებულ აუდიტორიას წიგნის შინაარსი, ძირითადი კონცეფციები და ის პრაქტიკული გამოცდილება გააცნო, რომელიც მას დაახლოებით 20-წლიანი პროფესიული საქმიანობის შედეგად დაუგროვდა.
აღსანიშნავია, რომ გამოცემა თანამედროვე ლოგისტიკური პროცესების ანალიზს ეყრდნობა და წარმოდგენილია რეალურ ქეისებზე დაფუძნებული მრავალი მაგალითი, რაც მას განსაკუთრებულად ღირებულ სარგებლიან რესურსად აქცევს როგორც აკადემიური, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით.
წიგნის მაღალი აკადემიური და პროფესიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, ფაკულტეტი განიხილავს მის დამხმარე სასწავლო მასალად გამოყენებას მიმდინარე საგანმანათლებლო პროგრამების სილაბუსებში.
შეხვედრა პროფესიულ გარემოში, დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. ავტორმა ამომწურავად უპასუხა მონაწილეთა შეკითხვებს, ხოლო ღონისძიების ბოლოს ფაკულტეტის ბიბლიოთეკასა და სტუდენტებს წიგნის ექზემპლარი საჩუქრად გადასცა.
ფაკულტეტის ადმინისტრაცია მადლობას უხდის წიგნის ავტორს დავით ძაგანიას საინტერესო ნაშრომისა და პრეზენტაციისთვის. წიგნი მისი ავტორობით გამომცემლობა „წიგნიერმა“ მიმდინარე წელს გამოსცა.
ამასთან, ფაკულტეტი მზადყოფნას გამოთქვამს მომავალშიც ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა ხელი შეეწყოს ინოვაციური სასწავლო რესურსების შემუშავებასა და საგანმანათლებლო პროცესების უწყვეტ განვითარებას.
„მზა-ჩანაწერების" (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.