სტუ
26/11/2025

Erasmus+ მობილობის ფარგლებში ბულგარელი პროფესორების ვიზიტი ფაკულტეტზე

2.jpg

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტმა მნიშვნელოვანი საერთაშორისო დელეგაცია მიიღო. Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, ფაკულტეტს  ბულგარეთის ქალაქ რუსეს ანგელ კანჩევის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორები ასენ ასენოვი და  ვალიჟანა პენჩევა ესტუმრნენ. 

ვიზიტის მთავარი მიზანი იყო Erasmus+ მობილობის გააქტიურება და ორ უნივერსიტეტს შორის ორმხრივი აკადემიური თანამშრომლობისა და ინტერნაციონალიზაციის გაძლიერება.

დელეგაციის სტუმრობა მოიცავდა დღის წესრიგით განსაზღვრულ მრავალფეროვან აქტივობებს: სამუშაო გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლას შეხვედრებისა და დისკუსიების ფორმატში; ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ საინფორმაციო ტურებს; და ასევე კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობას, რაც ხელს უწყობდა პარტნიორობით გაღრმავებულ ურთიერთობებს.

ვიზიტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრები გაიმართა, როგორც უშუალოდ სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, ასევე,  უნივერსიტეტის სხვადასხვა ადმინისტრაციულ სტრუქტურასთან - საერთაშორისო ურთიერთობების ოფისთან, საფაკულტეტო ადმინისტრაციასა და აკადემიურ პერსონალთან.

ვიზიტი წარმატებით განხორციელდა და მნიშვნელოვნად განამტკიცა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და რუსეს ანგელ კანჩევის სახელობის უნივერსიტეტს შორის, რაც მომავალში კიდევ უფრო ინტენსიური აკადემიური და სამეცნიერო თანამშრომლობის საფუძველი გახდება. 

აღსანიშნავია, რომ ორ უნივერსიტეტს შორის Erasmus+ თანამშრომლობა უკვე სამი წელია წარმატებით ვითარდება, რის ფარგლებშიც სტუდენტებმა და აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა ისარგებლეს მობილობის მრავალ შესაძლებლობით. რუსეს უნივერსიტეტი მომავალ აკადემიურ წელსაც გეგმავს საგრანტო პროგრამების გამოცხადებას სტუდენტებისა და პერსონალის მობილობის ხელშეწყობისთვის.