17-21 ნოემბერს, პოლონეთში, სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (Silesian University of Technology - SUT) PROM NAWA, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ექვსმა წარმომადგენელმა (2 აკადმიური პერსონალი, 2 ახალგაზრდა მკვლევარი და 2 ბაკალავრიატის პროგრამის სტუდენტი) მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო კვირეულში, რომელიც პროგრამის ფარგლებში ჩატარდა.
კვირეულის ფარგლებში გაიმართა არაერთი აქტივობა, მათ შორის სემინარი, სახელწოდებით „მოკლევადიანი აკადემიური გაცვლა, როგორც უმაღლესი განათლებისა და კვლევითი დაწესებულებების განათლების ხარისხის გაუმჯობესების გზა“, რომელიც ორგანიზებული იყო SUT-ის მექანიკის ფაკულტეტის მიერ სტუდენტთა და განათლების საქმეების ვიცე-დეკანის, ასოცირებული პროფესორის, მიროსლავ ბონეკის ხელმძღვანელობით.
კვირეულის ფარგლებში მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა, წარედგინათ მიმდინარე კვლევითი პროექტები სტუდენტური ჯგუფებიდან, დოქტორანტურის პროგრამებიდან და პროექტზე დაფუძნებული სწავლის (PBL) გუნდებიდან, რომლებიც ხორციელდება Excellence Initiative - Research University პროგრამის ფარგლებში. ასევე, წარმოდგენილი იყო EURECA-PRO პროექტები და ERASMUS+ და International Visegrad Foundation-თან არსებული საერთაშორისო თანამშრომლობა.
სემინარში მონაწილეობდნენ წარმომადგენლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის:
კვირეულის ფარგლებში 20 ნოემბერს გაიმართა საერთაშორისო სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია TalentDetector2025-Prom, სადაც მონაწილეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები საკუთარი ქვეყნების, უნივერსიტეტებისა და კვლევითი ინტერესების შესახებ. კონფერენციის მასალები გამოიცემა სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ და ხელმისაწვდომი იქნება ვებგვერდზე.
კვირეული დაემთხვა საერთაშორისო სტუდენტური სივრცის, FENESTRA AD MUNDUM-ის გახსნას, სადაც წარმოდგენილი იყო ყველა სტუმარი ქვეყნის დროშა, მათ შორის საქართველოსიც.