სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შორის ინოვაციური იდეების გენერაციისა და მათი პრაქტიკული განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, სტუ-ში საუნივერსიტეტო კონკურსი სახელწოდებით - „ინოვაციური იდეების კონკურსი - მომავლის პროექტები“, ჩატარდება.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სტუ-ის ნებისმიერი საფეხურის 35 წლამდე ასაკის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, ასევე აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, რომლებსაც აქვთ ინოვაციური იდეები და სურთ მათი რეალურ პროექტებად ქცევა. კონკურსში მონაწილეობა შესაძლებელია, როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად.
ინოვაციური იდეების კონკურსი მრავალფეროვან კატეგორიებში ტარდება (ციფრული ტექნოლოგიები, სოციალური გავლენა, შემოქმედებითობა და სხვა) და მიზნად ისახავს:
სტუ-ის ინოვაციური იდეების კონკურსზე რეგისტრაცია შესაძლებელია 28 ნოემბრამდე, მოცემულ ბმულზე.
ონლაინრეგისტრაციის გავლის შემდეგ კი, კონკურსანტმა 8 დეკემბრამდე, ელ. მისამართზე: innovations@gtu.ge, უნდა გამოაგზავნოს აღნიშნული სააპლიკაციო ფორმა (ჩამოტვირთე აპლიკაცია).
კონკურსთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ, სტუ-ის სტუდენტური სერვისების, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის საფაკულტეტო წარმომადგენლობებს.კითხვების ან საკონსულტაციო შეხვედრების სურვილის შემთხვევაში, მოგვწერეთ: innovations@gtu.ge ან დაგვირეკეთ: 595 33 66 43.