სტუ
05/11/2025

ფაკულტეტის სტუდენტები ჩინეთში საერთაშორისო ფორმუზე

3.jpeg

16-24 ოქტომბერს, ჩინეთის ქალაქ ჩონგქინგიში, „ჩინეთის საავტომობილო ინჟინერთა საზოგადოების 32-ე კონგრესი“ და "ახალგაზრდა მეცნიერთა საავტომობილო კულტურის გლობალური სემინარი“ ჩატარდა, სადაც ფაკულტეტის ადმინისტრაციის რეკომენდაციით და ამავე ორგანიზაციის მიწვევით, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტები გიორგი მირუაშვილი და საბა ჩახაია მონაწილეობდნენ.

ღონისძიება ჩინეთის საავტომობილო ინჟინერთა საზოგადოების მიერ ყოველწლიურად ეწყობა და წელსაც, მათ მიერ იყო ორგანიზებული. ღონისძიება მოიცავდა შეხვედრებს, ვორქშოპებს, გაცნობით ტურებს, საუნივერსიტეტო და საწარმოო საუკეთესო პრაქტიკის გაცნობის სხვადასხვა შესაძლებლობებს.

როგორც ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტებმა აღნიშნეს, ჩინეთში ვიზიტი მათთვის იყო უნიკალური და ძალიან სასარგებლო შესაძლებლობა გაეღრმავებინათ პრაქტიკული ცოდნა და საერთაშორისო გამოცდილება.

მიგვჩნია, რომ მგავს ინიციატივებსა და საერთაშორისო ფორუმებში მონაწილეობა მნიშვნელოვანია ჩვენი სტუდენტებისათვის. ვიმედოვნებებთ, რომ მიღებული გამოცდილება და შესაძლებლობები წაადგება მათ კარიერულ ზრდასა და პროფესიულ განვითარებას, შესაბამისად მსგავსი მასშტაბის პროგრამებში სტუდენტთა ჩართვის სტიმულირება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.