სტუ
22/10/2025

შეხვედრა პირველკურსელებთან

3 (1).jpg

20 ოქტომბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, სწავლის დაწყების პირველ დღეს, პირველი კურსის სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა  ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ბორის გითოლენდიამ გახსნა, რომელმაც სტუდენტებს სასწავლო პროცესის დაწყება მიულოცა და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატება უსურვა. დეკანმა დეტალურად ისაუბრა ფაკულტეტის ისტორიაზე, მიმდინარე საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე. სტუდენტებს ასევე,  წარუდგინა ფაკულტეტის ადმინისტრაციის წევრები და საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელები.

შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ სტუდენტური სერვისების ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სტუდენტური თვითმმართველობის წევრები, რომლებმაც პირველკურსელებს, უნივერსიტეტში არსებული სტუდენტური ცხოვრების ტრადიციები, შემოქმედებითი აქტივობები და ინიციატივები გააცნეს. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ფაკულტეტის ადმინისტრაციის ორგანიზებით  გაცნობითი ტურის ფარგლებში, სტუდენტებმა, საკუთარი საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისად,  ფაკულტეტის ლაბორატორიები, სასწავლო სივრცეები და ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. 

სწავლის პირველი დღე,  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ორგანიზებული კონცერტითა და ფეიერვერკით დასრულდა. 

აღსანიშნავია, რომ პირველკურსელებთან შეხვედრა უკვე ტრადიციაა. უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივით  წელსაც, სტუ-ის ყველა ფაკულტეტის პირველკურსელებმა - მათ შორის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტებმაც სამახსოვრო საჩუქრები მიიღეს.