შეხვედრა და სემინარი სამეწარმეო განათლების საკითხებზე ბრიტანელ კოლეგებთან
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტს კილის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის მეწარმეობის ცენტრის დირექტორი, დოქტორი კოლინ რიგბი და ამავე სკოლის ციფრული და კრეატიული ინდუსტრიების პარტნიორობის განვითარების მენეჯერი, ემა ბონფილიო ეწვივნენ.
ბრიტანელმა სტუმრებმა საქმიანი შეხვედრები გამართეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალური და საფაკულტეტო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან. შეხვედრების ფარგლებში განხილული იყო უმაღლეს განათლებაში ინოვაციების ხელშეწყობისა და სამეწარმეო მენეჯმენტის სწავლების თანამედროვე მიდგომები.
ვიზიტის ფარგლებში სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე ჩატარდა სემინარი/ვორკშოპი თემაზე: „სამეწარმეო მენეჯმენტის პროგრამის სწავლების პრაქტიკა დიდ ბრიტანეთში – ბიზნესის ჩართულობა“, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სამეწარმეო მენეჯმენტის პროგრამის ეგიდით გაიმართა.
სემინარი განხორციელდა პროექტის „კვლევებისა და ინოვაციების მხარდაჭერის პროგრამა საწარმოო ბიზნესის თანამშრომლობის სტიმულირებისა და გაუმჯობესებისათვის საინჟინრო განათლებაში – ReINNOVA“ (#CIF-2023-09) დაფინანსების შემდგომი განვითარების კონტექსტში და მისი მთავარი მიზანი იყო აკადემიური პერსონალისათვის ბრიტანული საუკეთესო გამოცდილების გაზიარება, კილის უნივერსიტეტში არსებული და განხორციელებული ინიციატივებისა და პრაქტიკის გაცნობა, ასევე ახალი იდეების გენერირება და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვა.
„მზა-ჩანაწერების" (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.