სტუ
13/10/2025

ფაკულტეტს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლი სტუმრობდა

3.jpg

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტს მნიშვნელოვანი სტუმარი ჰყავდა - ფაკულტეტს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტების მენეჯერი ქალბატონი იზაბელ რაპი სტუმრობდა.

ქალბატონი იზაბელის ვიზიტის მიზანს, ფაკულტეტის სასწავლო და სამეცნიერო შესაძლებლობების გაცნობა, არსებული ინფრასტრუქტურის დათვალიერება, პროგრამების და მიმდინარე ერთობლივი საქმიანობის ანალიზი და შემდგომი თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვა წარმოადგენდა.

შეხვედრა, ნაყოფიერ სამუშაო გარემოში შედგა, მხარეებმა ისაუბრეს გამოცდილების გაზიარებაზე, ერთობლივი კვლევებისა და ინოვაციური პროექტების განვითარების პერსპექტივებზე.

ფაკულტეტი მიესალმება მსგავს პარტნიორობას და იმედოვნებს, რომ თანამშრომლობა GIZ-თან მომავალშიც გაგრძელდება ახალი, ერთობლივი პროექტების სახით, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ფაკულტეტის და ზოგადად უნივერსიტეტის საერთაშორისო კავშირებსა და საგანმანათლებლო შესაძლებლობებს. 

მადლობას ვუხდით ქალბატონ იზაბელს და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას  ფაკულტეტით დაინტერესებისა და ვიზიტისათვის.