”სატრანსპორტო ხიდი ევროპა-აზია” - ქართულ-პოლონური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
9-11 სექტემბერს, ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მე-9 ქართულ-პოლონური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ”სატრანსპორტო ხიდი ევროპა-აზია” ჩატარდა.
აღსანიშნავია, რომ კონფერენცია ტრადიციულია და ის უკვე რამდენიმე წელია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (გლივიცე, პოლონეთი), აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ქუთაისი, საქართველო) და სსიპ რაფიელ დვალის სახელობის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტის (თბილისი, საქართველო) პარტნიორობითა და თანაორგანიზებით იმართება.
კონფერენცია „ტრანსპორტის პრობლემებზე“ მიძღვნილი ნამდვილი საერთაშორისო-სამეცნიერო ფორუმია, რომელშიც მონაწილეობას იღებენ როგორც ქართველი, ასევე, უცხოელი მეცნიერები და მკვლევრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
კონფერენცია 9 სექტემბერს გაიხსნა და ევროპელ და ქართველ კოლეგებთან ერთად, ჩვენი ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და ახალგაზდა მკვლევრები მონაწილეობდნენ.
11 სექტემბერს კონფერენციის შეჯამებისა და სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ადმინისტრაციამ შემაჯამებელი შეხვედრა, კონფერენციის ერთ-ერთ დამფუძნებელთან და სამეცნიერო კომიტეტის თანა-თავმჯდომარესთან, სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორ, ალექსანდრე სლატკოვსკისთან გამართა.
პარტნიორებთან ერთად შეხვედრაზე განიხილეს ჩატარებული კონფერენციის საქმიანი დეტალები და კონფერენციის შემდგომი განვითარების საკითხები. შეხვედრაზე შეთანხმდა რომ მომდევნო უკვე, რიგით მე-10 ქართულ-პოლონური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, 2026 წელს თბილისში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდება.
კონფერენციის საორგანიზაციო საკითხების შესახებ, დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.
„მზა-ჩანაწერების" (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.