კომპანია „გრინვეი“-ს წარმომადგენლები სტუდენტებს შეხვდნენ
24 სექტემბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, სტუდენტებს პროფესიული პროგრამების — „ავტომობილის ელექტრული სისტემის შეკეთება“ და „ავტომობილის ძრავას შეკეთება“ კომპანია „გრინვეი“-ს წარმომადგენლები შეხვდნენ.
შეხვედრის მიზანი იყო კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გაზიარება, ასევე სტუდენტებისთვის სტაჟირებისა და შემდგომში დასაქმების შესაძლებლობების შეთავაზება.
კომპანიის წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს შემეცნებითი და სასწავლო ვიდეოგაკვეთილების მეშვეობით გააცნეს „გრინვეი“-ს საქმიანობა და ინიციატივა „გრინვეი აკადემია“ — თანამედროვე სტანდარტების ტრენინგ-ცენტრი, სადაც შემუშავდა სასწავლო მოდულები ახალი პროფესიის — „ავტომობილების ტექნიკური ინსპექტორის“ — გასაძლიერებლად.
პროექტი ხელს უწყობს ტექინსპექტირების რეფორმის განვითარებას და ერთიანი სტანდარტების დანერგვას როგორც მოქმედი, ასევე მომავალი ინსპექტორებისთვის. პროექტი განხორციელდა USAID-ისა და „გრინვეი საქართველოს“ თანამშრომლობით.
„გრინვეი“ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედი კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ხარისხიან, მოქნილ და უსაფრთხო ტექნიკური ინსპექტირების სერვისს ქვეყნის მასშტაბით. როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაცია, კომპანია ზრუნავს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე ტექინსპექტირების მნიშვნელობის შესახებ, ნერგავს ინოვაციებს და უზრუნველყოფს ევროპული სტანდარტებისა და ღირებულებების დანერგვას ინდუსტრიაში.
აღსანიშნავია, რომ ფაკულტეტსა და „გრინვეი“-ს შორის უკვე არსებობს მრავალწლიანი თანამშრომლობა. მომავალშიც იგეგმება არაერთი აქტივობა და ერთობლივი ღონისძიება, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს სწავლა-სწავლების პროცესს და სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას, პროფესიისა და კვალიფიკაციის შესაბამისად დასაქმდნენ.
„მზა-ჩანაწერების" (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.