საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს და სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტს, ERASMUS+ KA107 პროგრამის საერთაშორისო აკადემიური მობილობის ფარგლებში, პოლონეთის, ქ. ჩესტოხოვის იან დლუგოშის უნივერსიტეტის (Ian Dlugosz University in Czestochowa) ვიცე-რექტორი პროფესორი მარკინ სოსნოვსკი და ამავე უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი კაროლინა გრაბოვსკა სტუმრობდნენ.
ევროპელ სტუმრებთან სხვადასხვა თემის ირგვლივ საქმიანი შეხვედრები, მათ შორის შეხვედრა შედგა სტუ-ის ვიცე-რექტორ, პროფესორ თამარ ლომინაძესთან, სადაც სასწავლო და კვლევით მიმართულებით განხორციელებული, მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილეს. სტუმრებმა ისაუბრეს მათ უნივერსიტეტში არსებული საუკეთესო პრაქტიკის შესახებ, ასევე, ორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით დაიგეგმა სხვადასხვა ღონისძიებები.
პოლონელმა სტუმრებმა ასევე, მონაწილეობა მიიღეს პრესტიჟული საერთაშორისო ორგანიზაციის - „ევროპის ახალგაზრდა ინჟინრები“ (EYE) - რიგით 55-ე საერთაშორისო კონფერენციაში „ხელოვნური ინტელექტი და მდგრადი განვითარება“ (The 55th Edition of EYE Conferences – ARTIFICIAL INTELIGENCE AND SUSTAINABILITY), რომელიც პირველად საქართველოში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებითა და მხარდაჭერით და „საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების“ (GSCE) ინიციატივით ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ ჩვენი ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის სტუდენტები.
ევროპელი კოლეგების ვიზიტი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ERASMUS+ KA107 პროგრამის ფარგლებში განხორციელდა, რომლის კოორდინატორია სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი. გასათვალისწინებელია, რომ მსგავსი ვიზიტები არის საუკეთესო საშუალება უნივერსიტეტების ინტერნაციონალიზაციის პროცესის გასაღრმავებლად. თავის მხრივ, ფაკულტეტის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს ინტერნაციონალიზაციის პროცეს, ვინაიდან ის არის განვითარების, საერთაშორისო პრაქტიკის და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელოვანი წინაპირობა.