სტუ
17/09/2025

ფაკულტეტს საერთაშორისო პროგრამის კურსდამთავრებულები ეწვივნენ


16 სექტემბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტს ესტუმრნენ მექანიკის ინჟინერიის საერთაშორისო პროგრამის, 23 წლის წინანდელი (1992 წლის) კურსდამთავრებულები კირან ჩაუბინა და პრატულ სრივასტავა. 

სტუმრები საქართველოში ტურისტული ვიზიტით იმყოფებიან, თუმცა განსაკუთრებული სურვილი გამოთქვეს მშობლიური უნივერსიტეტის მონახულებისა და ფაკულტეტის ადმინისტრაციასთან შეხვედრის. როგორც აღნიშნეს, მათთვის ეს დღე სიმბოლურ და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებდა, ვინაიდან სწორედ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღებული განათლება გახდა მათი პროფესიული წარმატების საფუძველი. 

ამჟამად, კურსდამთავრებულები ჩაუბინა და სრივასტავა უკვე წარმატებული ინჟინრები არიან და საკუთარ კარიერულ მიღწევებს უნივერსიტეტში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებასა უკავშირებენ. როგორც განაცხადეს, მათი ვიზიტის მთავარი მიზანი იყო მადლიერების გამოხატვა იმ პროფესიონალიზმისა და მხარდაჭერისთვის, რომელიც სტუდენტობის პერიოდში მიიღეს. ძალიან თბილად იგონებდნენ თავიანთ მასწავლებლებსა და პედაგოგებს. 

აღსანიშნავია, რომ მსგავს შეხვედრებს დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ემოციური, ასევე, პრაქტიკული თვალსაზრისითაც, რადგან ის ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ხარისხიანი განათლება და როგორი შედეგების მიღწევა შეიძლება სწორი მიდგომების შემთხვევაში. 

"მოხარულები ვართ რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის სივრცე, სადაც მომავალი ინჟინრები არა მხოლოდ აკადემიურ ცოდნას იღებენ, არამედ ძლიერ ადამიანურ და პროფესიულ ურთიერთობებს ინარჩუნებენ განვლილი წლების მიუხედავად. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი კურსდამთავრებულებით" - აცხადებს ფაკულტეტის დეკანი ბორის გითოლენდია.