სტუ
08/08/2025

სტუდენტები დასაქმების ფორუმზე სასტუმრო "პარაგრაფ თბილისში"

1.jpeg

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტებმა, სასტუმრო "პარაგრაფ თბილისში" გამართულ დასაქმების ფორუმში მონაწილეობა მიიღეს. 

თანამშრომლობა სასტუმროს მენეჯმენტის გუნდისა და სტუდენტური თვითმმართველობის ერთობლივი ინიციატივით შედგა. ღონისძიების მიზანს სტუდენტებისთვის პრაქტიკული გამოცდილების მიღების, დასაქმების და სამომავლო კარიერული განვითარებისთვის შესაძლებლობების შეთავაზება წარმოადგენდა.  

ფორუმის ფარგლებში სტუდენტები სასტუმროს ადამიანური რესურსების მენეჯერებს შეხვდნენ, ასევე, მონაწილეობა მიიღეს საინფორმაციო სესიებში და გასაუბრებებზე საკუთარი თავის კონკრეტული პოზიციები წარადგინეს. 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები უნივერსიტეტსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას უწყობს ხელს და ახალგაზრდების პროფესიული ზრდისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობას წარმოადგენს.