„თანამედროვე სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების პირობებში, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს კვლევები, რომლებიც მიმართულია ინდუსტრიულ სისტემებში ინოვაციური მასალებისა და ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრაციაზე. ამ კონტექსტში, მაღალი შეფასების ღირსია კვლევა, რომელიც ეძღვნება ფართოზოლოვანი ანტენების შექმნის მეთოდოლოგიას, პოლიმერული მასალების ლაზერული დასხივებით ფორმირებული ელექტროგამტარი უბნების გამოყენებით, ინდუსტრია 4.0-ის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. კვლევა წარმოადგენს შინაარსობრივად და მეთოდოლოგიურად გააზრებულ მცდელობას, დაფუძნდეს ისეთ ტექნოლოგიურ გადაწყვეტებზე, რომლებიც შესაძლებლობას იძლევა შეიქმნას მოქნილი, მსუბუქი, ეფექტიანი და ფართოზოლოვანი ანტენური სისტემები, სრულად ინტეგრირებადი თანამედროვე ციფრულ და ავტომატიზებულ სამრეწველო პლატფორმებში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მიესალმება კვლევით ინიციატივებს, რომლებიც პასუხობენ როგორც თანამედროვე სამეცნიერო გამოწვევებს, ასევე, პირდაპირ უკავშირდებიან სამრეწველო ინოვაციებისა და ეროვნული ტექნოლოგიური განვითარების საჭიროებებს“, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ ლივერპულის ჯონ მურის უნივერსიტეტის (Liverpool John Moores University) ინჟინერიისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ზოგადი საინჟინრო კვლევების ინსტიტუტის მკვლევარის, პროფესორის, დოქტორ ანდრე ბატაკოს სტუ-ში ვიზიტისას განაცხადა.
ლივერპულის ჯონ მურის უნივერსიტეტის (Liverpool John Moores University) ინჟინერიისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ზოგადი საინჟინრო კვლევების ინსტიტუტის მკვლევარი, სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე ლაზერული დამუშავების ჯგუფის ხელმძღვანელის, ასოცირებული პროფესორის ნანა ბაქრაძის მიერ, შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის პროექტის - „ფართოზოლოვანი ანტენების შემუშავების კვლევა, პოლიმერების ლაზერული დასხივებით ფორმირებული ელექტროგამტარი უბნების ახალი მეთოდის საშუალებით, ინდუსტრიაში 4.0 გამოსაყენებლად”, ფარგლებში მოიწვიეს.
პროფესორმა ბატაკომ საქმიანი შეხვედრა გამართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორთან, პროფესორ თამარ ლომინაძესთან, საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის თანამშრომლებთან და სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ადმინისტრაციის წევრებთან.
შეხვედრის მთავარ მიზანს, სტუ-ისა და ლივერპულის ჯონ მურის უნივერსიტეტის მიერ ერთობლივი კონსორციუმის ინიცირების შესაძლებლობების გათვალისწინებით, სამომავლო კოლაბორაციული პროექტის შექმნის იდეის განხილვა წარმოადგენდა.
გარდა ამისა, პროფესორი ანდრე ბატაკო ქართველ კოლეგებთან ერთად აქტიურადაა ჩართული საგრანტო პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულ სამეცნიერო-კვლევით და საექსპერტო სამუშაოებში.
შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო პროექტი - „ფართოზოლოვანი ანტენების შემუშავების კვლევა, პოლიმერების ლაზერული დასხივებით ფორმირებული ელექტროგამტარი უბნების ახალი მეთოდის საშუალებით, ინდუსტრიაში 4.0 გამოსაყენებლად”, ითვალისწინებს პოლიმერულ მასალათა ზედაპირების მიზანმიმართულ ლაზერულ დასხივებას, რის შედეგადაც მასალების ზედაპირებზე წარმოიქმნება ახალი ტიპის თვისებების მქონე მთელი რიგი მოდიფიცირებული უბნები. პროექტის შესრულების შედეგად მიღწეული იქნება შემდეგი მიზნები: