საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტს, ლივერპულის ჯონ მურის უნივერსიტეტის (Liverpool John Moores University) ინჟინერიისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ზოგადი საინჟინრო კვლევების ინსტიტუტის მკვლევარი, პროფესორი დოქტორი ანდრე ბატაკო სტუმრობდა.
ბრიტანელი მეცნიერის ვიზიტი განხორციელდა სტუ-ის ლაზერული დამუშავების ჯგუფის ხელმძღვანელის, ასოც. პროფ. ნანა ბაქრაძის მოწვევით, შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის FR 22-10099 პროექტი - “ფართოზოლოვანი ანტენების შემუშავების კვლევა, პოლიმერების ლაზერული დასხივებით ფორმირებული ელექტროგამტარი უბნების ახალი მეთოდის საშუალებით, ინდუსტრიაში 4.0 გამოსაყენებლად” ფარგლებში.
პროფესორ ანდრე ბატაკოს სამუშაო ვიზიტი საკმაოდ დატვირთული იყო. ის მოიცავდა როგორც პროექტის FR 22-10099 ფარგლებში გათვალისწინებულ სამეცნიერო-კვლევით და საექსპერტო სამუშაოებს, ასევე ითვალისწინებდა სამუშაო და საქმიან შეხვედრებს.
პროფესორმა ბატაკომ საქმიანი შეხვედრა გაიმართა უნივერსიტეტის ვიცე რექტორ თამარ ლომინაძესთან, საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის თანამშრომლებთან და ფაკულტეტის ადმინისტრაციის წევრებთან. შეხვედრის მთავარ მიზანს სწორედ სამომავლო კოლაბორაციული პროექტის შექმნის იდეის განხილვა წარმოადგენდა, სტუ-ის და ლივერპულის ჯონ მურის უნივერსიტეტის მიერ ერთობლივი კონსორციუმის ინიციირების შესაძლებლობების გათვალისწინებით.
რაც შეეხება შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის FR 22-10099 პროექტი- “ფართოზოლოვანი ანტენების შემუშავების კვლევა, პოლიმერების ლაზერული დასხივებით ფორმირებული ელექტროგამტარი უბნების ახალი მეთოდის საშუალებით, ინდუსტრიაში 4.0 გამოსაყენებლად” - პროექტი ითვალისწინებს პოლიმერულ მასალათა ზედაპირების მიზანმიმართულ ლაზერულ დასხივებას, რის შედეგადაც მასალების ზედაპირებზე წარმოიქმნება ახალი ტიპის თვისებების მქონე მთელი რიგი მოდიფიცირებული უბნები. პროექტის შესრულების შედეგად მიღწეული იქნება შემდეგი მიზნები:
ლაზერული ზემოქმედებით პოლიმერულ ზედაპირებზე მიღებული გარკვეული გეომეტრიისა და ელექტროგამტარობის ტიპის უბნების კვლევა, ელექტრონიკასა და ელექტროტექნიკაში გამოყენების მიზნით;
სტუ-ის მკვლევართა მიერ მიღებული გარკვეული ტექნოლოგიის და კონსტრუქციის პოლიმერების ზედაპირებზე ლაზერული დასხივებით ფორმირებული ელექტროგამტარი უბნების კვლევის საფუძველზე, შემუშავებული იქნება ფართოზოლოვანი დიაპაზონის ანტენების (1-10 გჰც) დამზადების შესაძლებლობა.
პროექტის იდეას და განხორციელებას საფუძვლად დაედო მკვლევართა გუნდის მიერ მიღებული პატენტი - ნახევარგამტარული მასალის მიღების მეთოდი № 1642658 СССР, А/(51) 5В29С71/04,1990 წ, რომლის ბაზაზეც გამოკვლეული იქნება ფართოზოლოვანი დიაპაზონის ანტენების დამზადების ახალი ინოვაციური ტექნოლოგიების შემუშავების შესაძლებლობები.
სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ადმინისტრაცია წარმატებას უსურვებს მეცნიერთა ჯგუფს.
დარწმუნებულები ვართ რომ აღნიშნული კვლევა საქართველოში ინოვაციური ტექნოლოგების განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს, ხოლო მიღებული შედეგები უდავოდ საინტერესო იქნება საერთაშორისო მასშტაბით.
„მზა-ჩანაწერების" (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.