საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა და „ჯეო-ემ-ტექსმა“, საწარმოო პრაქტიკის ეფექტიანობის ხელშეწყობის მიზნით, მემორანდუმი გააფორმეს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და შპს „ჯეო-ემ-ტექსის“ დირექტორმა ნინო ნიქაბაძემ, თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომლის თანახმად, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის საბაკალავრო და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები პრაქტიკას კომპანიაში გაივლიან.
მემორანდუმის ფარგლებში, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, პრაქტიკული გამოცდილება პირდაპირ კომპანიის საწარმოო ობიექტებზე მიიღონ, რაც მნიშვნელოვნად განამტკიცებს მათ თეორიულ ცოდნას და გააძლიერებს პროფესიულ უნარებს.
როგორც პროფესორმა თამარ წერეთელმა აღნიშნა, საწარმოო პრაქტიკის რეალურ სამუშაო გარემოში განხორციელება უმნიშვნელოვანესია თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესისთვის. მსგავსი პარტნიორობა კი აძლიერებს განათლებისა და ბიზნესის სფეროების ურთიერთკავშირს და ამკვიდრებს ხარისხზე ორიენტირებულ სასწავლო მიდგომებს.
„საწარმოო ინჟინერია წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დარგს თანამედროვე სამყაროში. მისი განვითარება განსაზღვრავს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას, ეფექტიანობასა და ტექნოლოგიურ პროგრესს. ინოვაციური მექანიკური სისტემები უზრუნველყოფს მდგრად განვითარებას და გარემოსდაცვით სტანდარტების დაცვას. დღეს, როდესაც მსოფლიოში პრიორიტეტი მწვანე ტექნოლოგიები და აქცენტი კეთდება თანამედროვე ტექნოლოგიებზე, ჩვენი ვალდებულებაა, სტუდენტებს მივცეთ მაღალკვალიფიციური განათლება, რომლიც ინოვაციური იდეების განხორციელებას შეაძლებინებთ. „ჯეო-ემ-ტექსთან“ გაფორმებული მემორანდუმი სწორედ ამ მიზანს ემსახურება. კომპანიასთან პარტნიორობა საშუალებას მოგვცემს სტუდენტებმა პრაქტიკული გამოცდილება რეალურ საწარმოო გარემოში მიიღონ. ისინი გაეცნობიან თანამედროვე ტექნოლოგიებს, ინოვაციურ პროცესებს და გაიღრმავებენ უნარებს, რომლებიც აუცილებელია თანამედროვე დარგებისთვის. მემორანდუმი არის ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს უნივერსიტეტისა და ბიზნესსექტორის ურთიერთობის გაღრმავებას, და საბოლოოდ გაზრდის ჩვენი კურსდამთავრებულების კონკურენტუნარიანობას როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე“, - აცხადებს თამარ წერეთელი.
„მზა-ჩანაწერების" (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.