სტუ
25/06/2025

ფაკულტეტს პოლონელი კოლეგა სტუმრობდა

Erasmus+ პროგრამის ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ფარგლებში, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტს ვროცლავის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ალექსანდრა კუზანი სტუმრობდა.

ვიზიტის ფარგლებში, ნაყოფიერი საქმიანი შეხვედრები გაიმართა ადგილობრივი საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის, საფაკულტეტო და უნივერსიტეტის სხვადასხვა ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან. შეხვედრების მთავარი მიზანი იყო ურთიერთობების გაღრმავება და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა.

ასევე, პოლონელი სტუმარი სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ადმინისტრაციასა და აკადემიურ პერსონალს შეხვდა, სადაც სხვადასხვა სამუშაო თემატიკა განიხილეს, რომლის მიზანიც ინტერესთა დაახლოება და საერთო ხედვების ჩამოყალიბება იყო. განსაკუთრებული აქცენტი უნივერსიტეტებში არსებული საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარებაზე გაკეთდა, რაც ხელს შეუწყობს ორივე მხარის ინსტიტუციური თანამშრომლობის განვითარებას. 

ვიზიტი ფაკულტეტისათვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოების კუთხით და გვჯერა, რომ ის ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო და სამეცნიერო სფეროებში ახალი შესაძლებლობების შექმნას.