წელს, რიგით მე-9 ქართულ-პოლონური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ”სატრანსპორტო ხიდი ევროპა-აზია” ტარდება. კონფერენცია ტრადიციულია და უკვე რამდენიმე წელია იმართება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (გლივიცე, პოლონეთი), აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ქუთაისი, საქართველო) და სსიპ რაფიელ დვალის სახელობის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტის (თბილისი, საქართველო) პარტნიორობითა და თანაორგანიზებით.
წელს, 9-11 სექტემბერს, მე-9 ქართულ-პოლონური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ”სატრანსპორტო ხიდი ევროპა-აზია” ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება. კონფერენცია არის „ტრანსპორტის პრობლემებზე“ მიძღვნილი ნამდვილი საერთაშორისო-სამეცნიერო ფორუმი, რომელშიც მონაწილეობას იღებენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მეცნიერები და მკვლევრები მსოფლიოს სხვა და სხვა ქვეყნებიდან.
კონფერენციის შესახებ მეტი ინფორმაციის სანახავად გადადით ბმულზე.