ფაკულტეტზე სტუდენტთა 89-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია მიმდინარეობს
სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე დაიწყო და აქტიურად მიმდინარეობს სტუ-ის სტუდენტთა 89-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენცია წარმოადგენს მნიშვნელოვან და დიდი ისტორიის მქონე სამეცნიერო პლატფორმას, რომელიც წლიდან წლამდე აერთიანებს, როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს.
ფაკულტეტზე კონფერენციის ძირითადი ეტაპი - სექციური მუშაობა უკვე დაიწყო და 17 ივნისამდე გაგრძელდება.
აღსანიშნავია, რომ კონფერენცია, რომელიც უკვე, რიგით ოთხმოცდამეცხრედ იმართება, სტუ-ის სტუდენტური სერვისების დეპარტამენტის ორგანიზებით ტარდება და დამკვიდრებულია, როგორც უნივერსიტეტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ხანგრძლივმოქმედი სტუდენტური სამეცნიერო ღონისძიება.
სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე კონფერენციის ფარგლებში ორგანიზებულია ექვსი სამუშაო სექცია, რომლებიც აქტიურად განაგრძობენ მუშაობას და თავიანთი სესიის დახურვას 17 ივნისს გეგმავენ.
კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია მონაწილეთა სამეცნიერო ნაშრომების კრებულის გამოქვეყნება. სტუდენტები, რომლებიც აქტიურად ჩაერთნენ კონფერენციაში, მიიღებენ შესაბამის სერტიფიკატებს, ხოლო გამარჯვებულები — დიპლომებს. ამ პროცესს სრულად უზრუნველყოფს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური სერვისების დეპარტამენტი.
ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სტუდენტებისთვის წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას – მათთვის ეს არის პრაქტიკული გამოცდილების, პროფესიული ზრდისა და საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებასთან დაახლოების მნიშვნელოვანი პლატფორმა.
„მზა-ჩანაწერების" (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.