სტუ
27/05/2025

ავტოინდუსტრიის წამყვანი ბრენდების ორგანიზებით სემინარი ჩატარდა

პირველად, საქართველოში კომპანია “ავტობანის” ორგანიზებით, ავტოინდუსტრიის წამყვანი საერთაშორისო ბრენდების Kolbenschmidt და Pierburg წარმომადგენლებმა, რომლებიც შედიან Rheinmetall-ის ჯგუფში, ტექნიკური სემინარები ჩაატარეს. სემინარში ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები მონაწილეობდნენ.
 
სემინარები განკუთვნილი იყო, მექანიკოსების, ავტოელექტრიკოსებისა და ყველა იმ პროფესიონალისთვის, ვინც ჩართულია ავტოინდუსტრიის სექტორში.

ეს იყო კარგი შესაძლებლობა, საქართველოში პირველად მონაწილეებს მოესმინათ ინფორმაცია უშუალოდ ბრენდის წარმომადგენლებისგან და მიიღოთ უახლესი და ღირებული ცოდნა ისეთ თემებზე როგორიცაა: ძრავის დეტალები; საწვავის სისტემები; ტექნოლოგიები, დიაგნოსტიკა, მონტაჟის ნიუანსები; ფალსიფიკაციისგან დაცვა; ონლაინ რესურსების გამოყენება და სხვა;

სემინარის მონაწილეებს კომპანიებისაგან სემინარის დასრულების შემდეგ გადაეცათ სერტიფიკატები, ასევე სასწავლო და საინფორმაციო მასალები.